
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
მატნის ჟამთა საყდარი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ მატნის ჩრდილო-დასავლეთით 500 მეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (17,2 X 9,2 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია საბჯენი თაღები; კამარა და კონქის ნაწილი; ახლანდელი ეკლესია აგებულია ამ ადგილას მდგარი, როგორც ჩანს VIII - IX საუკუნეებში დანგრეული და მიტოვებული ეკლესიის ადგილზე, რომელსაც სამხრეთიდან და დასავლეთიდან ერთიანი გარშემოსავლელი ეკვროდა, ჩრდილოეთიდან კი, ეკლესიაზე ოდნავ მოკლე მინაშენი. გვიანდელ შუა საუკუნეებში, ეკლესიის აღდგენითი სამუშაოების დროს, განუახლებიათ მხოლოდ ეკლესია, გარშემოსავლელი და ჩრდილოეთ მინაშენი კი ხელუხლებლადაა დატოვებული. მომდევნო ხანებში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ.
ეკლესიის სამხრეთ და დასავლეთ მინაშენში და გარედან, მინაშენის სამხრეთ კედლის გაყოლებით, 1967-1969 წლებში გაითხარა სამაროვანი. ძეგლი მრავალფეროვანია. პირველი ფენა შეიცავდა შირიმის ფილებით ნაგებ, IX-X საუკუნეების სამარხებს, მათ შორის რამდენიმეს ორფერდა სახურავი ჰქონდა. მეორე ფენაში ქვიშაქვის უსწორმასწორო ფილებით ნაგები XI - XIII საუკუნეების ქვაყუთები აღმოჩნდა. ქვაყუთებში იყო მინის ჭურჭლის ნატეხები, ბრინჯაოსა და ვერცხლის ბეჭდები, მინის სამაჯურები, საყურეები, სხვადასხვა მასალისა და ფორმის მძივები. მესამე ფენას ქმნიდა გვიანდელი შუა საუკუნეების (XIV-XVII სს.) უინვენტარო სამარხები.




გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა