
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია იმერეთის მხარეში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუნისში მდებარეობს. იგი IX-X საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობა მრავალჯერ დანგრეულა და განუახლებიათ. უკანასკნელად ტაძარი ომარ-ხანმა დაანგრია და დაწვა, 1785 წელს, ვახანის ციხის აღების შემდეგ და XIX საუკუნემდე აღარ აღუდგენიათ. ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. ცენტრალური ნავი გვერდითა ნავებისგან სამ-სამი თაღითაა გამოყოფილი. თაღები მასიურ სვეტებს ეყრდნობა. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთითა და დასავლეთით, ორივე მათგანი არქიტრავულია, არქიტრავების თავზე კი ღია თაღებია გაჭრილი. ნაგებობას თაღოვანი სარკმლები აქვს, რომლებშიც დღესდღეობით ხის ჩარჩოები და მინებია ჩასმული. ტაძარი ნაგებია სხვადასხვა ზომის კლდისა და შირიმის ქვით კირის დუღაბზე. ამჟამად ეკლესიის ინტერიერი მთლიანად შელესილია. ეზოში გვხვდება ქვის ნატეხი ასომთავრული წარწერის ფრაგმეტით. ტაძარს ირგვლივ კლდისა და რიყის ქვისაგან ნაშენი გალავანი შემოუყვება.


ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა