დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
Oqroscixe, Adigeni Oqroscikhe fortress, Adigeni Oqrostsikhe fortress, Adigeni - ოქროსციხე, ადიგენი Oqros cixe, Adigeni ოქროსციხე, ადიგენი

ოქროს ციხის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ოქროს ციხე – ციხესიმაგრე სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის მახლობლად ზღვის დონიდან 1700 მეტრზე. ციხე უზარმაზარ კლდოვან მასივზე დგას და ძნელი მისადგომია (ზოგიერთი მხრიდან მიუდგომელიც). ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეთაგანია საქართველოში.


ისტორია

ოქროს ციხე ჯაყელთა ერთ-ერთი უმთავრესი სიმაგრეთაგანი იყო და იგი სხვა ციხეებთან ერთად დამცველ სიმაგრეთა მთელ სისტემას ქმნიდა ათაბაგთა სამფლობელოს შუაგულში. ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ იგი აგებულია XIII საუკუნის დასასრულს ან XIV საუკუნის დასაწყისში და მის შესახებ ადრინდელი წერილობითი ცნობებიც არ მოგვეპოვება. XV-XVI საუკუნეებში კი, თურქების მომძლავრების დროს, იგი დიდ როლს თამაშობდა მესხთა თავდაცვის საქმეში. აქ გამაგრებულნი ძალიან დიდ ტერიტორიას უწევდნენ კონტროლს, კარგად უთვალთვალებდნენ გზებსაც და ციხის მდებარეობისა და სიმტკიცის გამო, ალყასაც დიდხანს უძლებდნენ. ოქროს ციხე ხშირად იხსენიება ე. წ. მესხური დავითნის ქრონიკაში (XVI ს.), რომელშიც სამცხის სამთავროს არსებობის ბოლო ხანების ამბებია მოთხრობილი. 1578 წელს, თურქი სარდლის ლალა-ფაშას შემოჭრის დროს, ოქროს ციხეში იყო გამაგრებული ქაიხოსრო ათაბაგის მეუღლე დედისიმედი, რომელიც ამაოდ ცდილობდა სამცხის გადარჩენას დამპყრობელთაგან.

თეგები: #ისტორია #კულტურა #ისტორიული ძეგლი #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ სამცხე - ჯავახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
1 შეფასება
5
I FLY IN THE SKY

https://youtu.be/oQQFRGSRtDU - beautiful video of the fortress shot from a drone

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ოქროს ციხე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!