
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ორმაშენის ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმაშენის ტერიტორიაზე (იფნარის თემი) კერძო მესაკუთრის სახლის ეზოში.
ეკლესია აგებულია XI საუკუნეში.
ორმაშენი სოფლის თანამედროვე სახელია, დაახლოებით XVIII საუკუნეში აქაურობას (როგორც ორმაშენს ისე ქვემო ქართლს ეტაპობრივად) ტოვებენ ქართველები და სახლდებიან ეთნიკურად აზერბაიჯანული შემდგომში კი ბერძნული მოსახლეობა. სახელწოდებაც ქართულიდან იცვლება თურქულად, მაგალითად ვახუშტისეული სოფელი საჭე ხდება საჯა, წალკაში კი სოფელი ახალქალაქი ხდება დაშბაში, შავწყარო - ყარაბულაღი და სხვა.მსგავს შემთხვევებში შესაძლებელი ხდება ძველი ქართული სახელების დადგენა. ორმაშენი შესაძლებელია ნიშნავდეს ტყის სოფელს, რადგან "ორმან" თურქულში არის ტყე, ხოლო "შენ" სპარსულია და სოფელს ნიშნავს. სავარაუდოდ სოფელს, როდესაც იქ ეთნიკურად ქართული მოსახლეობა ცხოვრობდა ერქვა ტყისსოფელი ან რაიმე მსგავსი სახელწოდება რომელიც ტყესთან იქნებოდა კავშირში.
ორმაშენის ეკლესია ერთნავიანია, თლილი ქვის სივრცე ორი წყვილი პილასტრითაა დაყოფილი. კარი მხოლოდ სამხრეთიდანაა, ეკლესიის შიდა სივრცე ძალიან პატარაა, აღმოსავლეთ მხარეს გაშლილი, აბსიდია, სარკმელი და კონქი მორღვეულია, შემორჩენილია სარკმლის მარცხნივ სახატე და სასანთლე ოთხკუთხა ნიშები, გადახურვა მთლიანად ჩანგრეულია სამხრეთ კედლის ნახევარი დანგრეულია. მისი შიდა და გარე მოპირკეთება გაძარცულია. სამხრეთის კედლის მოპირკეთება შიდა მხრიდან შერჩენილია პილასტრის კაპიტელამდე, ჩრდილოეთი კედლის შიდა მხარეს შერჩენილია სამივე პილასტრი კაპიტელებით და სამივე სართავი თაღი ადგილზეა, ხოლო თაღებს ქვემოთ არე განგრეულია. პილასტრების კაპიტელები ნახევარწრეებითაა გაფორმებული. აღმოსავლეთი ფასადის საპირე წყობა მთლიანად გაძარცულია. შედარებით უკეთაა შერჩენილი საპირე წყობა დასავლეთ კედელზე, იქვე მიწაზე გდია დასავლეთი სარკმლის ზედა ნაწილი დეკორაციული საპირეთი. სარკმლის საპირეს მეორე ნაწილზე ასომთავრული წარწერაა. ეკლესიის ქვედა მხარეს სამხრეთის მიმართულებით, ერთ - ერთი მოსახლის ბაღჩის ღობეში ჩატანებულია ეკლესიის ორნამენტირებული ქვა.
ეკლესიის დასავლეთ ფასადზე ასომთავრული წარწერაა: „ქრისტე, შეიწყალე ხიჭაჭ შარასძე“. მეზობლის ღობეში ჩაშენებული სამხრეთის სარკმლის საპირეზე შესრულებულია ასომთავრული წარწერა: „ადიდენ ღმერთმან ხიჭაჭ ერისთავთ-ერისთავი. აღაშენა წმიდა ეკლესია სადიდებლად და სალოცველად მათთა და მშობელთა (ან მომავალთა) მათთათვის, ამენ“.



ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა