დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ახალქალაქი

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ახალქალაქი, church ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ახალქალაქი, church ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ახალქალაქი, church ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ახალქალაქი, church

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ახალქალაქის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მდებარეობს, სოფლის ცენტრში. იგი XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება და დარბაზული ეკლესიის, ციხე-გალავნის, სამრეკლოსა და კოშკებისგან შედგება. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია ნატეხი ქვით ნაგები დარბაზული ნაგებობაა. ნაგებობა გეგმით სწორკუთხაა, ინტერიერში აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის იატაკი დარბაზთან შედარებით ერთი საფეხურითაა ამაღლებული. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში სამრეკლოსთან დამაკავშირებელი კარია. ეკლესია ორ თაღს დაყრდნობილი ნახევარწრიული კამარითაა გადახურული. თაღები პილასტრებს ეყრდნობა. აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია განლაგებული. სამხრეთის ფასადში ორი სარკმელია, ორი თაღოვანი სარკმელია დასავლეთის კედლის ცენტრალურ ნაწილში, ჩრდილოეთისაში კი - ერთი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. სამხრეთის ფასადს სამი მხრით თაღებით გახსნილი ფანჩატური აქვს მიშენებული, მეოთხე მხარეს კი ეკლესიაში შესასვლელი კარია. ტაძარი ღარიანი კრამიტითაა გადახურული.

ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას ჩრდილო-დასავლეთიდან ორსართულიანი სამრეკლო აქვს მიშენებული. მშენებლობაში გამოყენებულია ნატეხი ქვა და აგური. პირველ სართულზე მოხვედრა მხოლოდ ეკლესიიდანაა შესძლებელი. სამრეკლოს პირველი სართული სამლოცველოდაა გადაკეთებული. მას თავიდან ორი კარი ჰქონია, რომლებიც ამჟამად სარკმლებადაა გადაკეთებული. აღმოსავლეთით ერთი ვიწრო სარკმელია. ოთხივე კედელი თითო დეკორატიული თაღითაა გაფორმებული. სამრეკლო აფრებზე ამოყვანილი აგურის გუმბათითაა გადახურული. მეორე სართული რვა მალიან, ყველა მხარეს თაღებით გახსნილ ფანჩატურს წარმოადგენს. თაღებს ლილვი აქვს შემოვლებული. დასავლეთ ფასადზე შესასვლელის საპირეები ფოთლოვანი ორნამენტითაა დეკორირებული. სამრელოს პირამიდული სახურავი აქვს.
ეკლესიას რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები ციხე-გალავანი აქვს შემოვლებული. გალავანი გეგმაში უსწორო ოთხკუთხედია, რომლის ყველა კუთხეშიც ცილინდრული კოშკია. ყველაზე უკეთ ჩრდილო-დასავლეთის კოშკია შემორჩენილი. იგი ოთხსართულიანია. პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისაა და შესასვლელი ეზოს მხრიდან აქვს. სართულებზე სხვადასხვა ზომის სათოფურებია. კოშკის შესასვლელის პირდაპირ ბუხრებია. მეოთხე სართული საბრძოლო ბანს წარმოადგენს. ასევე შემორჩენილია ხის კოჭების ბუდეები და ქონგურების ფრაგმენტები.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ახალქალაქი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!