
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
რკინისწყლის ხეობის (დემირსუს ინჯაოღლის) ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისის მიმდებარედ.
ეკლესია დგას მდ. ფოლადაურის მარცხენა შენაკადის, მდ. დემირსუს (რკინისწყლის) ხეობაში, მის მარცხენა მხარეს, დემირსუს ნასოფლარიდან 1.5 კმ-ში, ტყეში. ადგილობრივი მოსახლეობა უწოდებს ინჯაოღლს. ტაძარი გარდამავალი ხანის დარბაზული ნაგებობაა, XIII-XIV საუკუნეების დასავლეთის და სამხრეთის მინაშენებით. ნაგებია ნატეხი ბაზალტის და ტუფის ქვით დუღაბზე. კუთხეებში გამოყენებულია დიდი ზომის კვადრები. ალაგ-ალაგ ჩართულია საკმაოდ დიდი ზომის ქვიშაქვის ქვებიც. კედლებში ჩართულია ადრეული პერიოდის ორნამენტული ქვები (მაგ. სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში ფასადიდან ჩადგმულია ადრეული შუა საუკუნეების სტელის კაპიტელი ქრისტეს საფლავის ბალდახინის გამოსახულებით). მორთულობა არ აქვს, რაც მას გამოარჩევს ქვემო ქართლის შუა საუკუნეების ეკლესიებისგან. მის ერთადერთ მორთულობად შეიძლება ჩაითვალოს ადრეული შუა საუკუნეებისთვის მახასიათებელი ნახევაწრიულკბილანებიანი ტუფის კარნიზი, რომლის კვალი შერჩენილია ჩრდ.-აღმ. კუთხეში. ტაძარს შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. შუა სარკმლის წირთხლებში ჩასმულის მე-5-6 სს. მახასიათებელი რელიეფური გამოსახულებიანი ფრაგმენტები: ფარშევანგის (როგორც ჩანს ჯვართან ან ემბაზთან გამოსახული ორი ფარშევანგის გამოსახულების ფრაგმენტი), ბოლნური მედალიონი სამკუთხედებიანი მოჩარჩოებით, ქრისტეს საფლავის ბალდახინის გამოსახულებიანი კვადრი. საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. განირჩევა ქვედა რეგისტრის ნახევარწრეების ტალღებით გადმოცემული დეკორატიული ზოლი, სარკმლის მარჯვენა მხარეს წმ მამის გამოსახულება მოწითალო მოსასხამით და სარკმლის წირთხლში წრეში ჩახატული ფოთლოვანი ორნამენტი. მოხატულობაში გამოყენებულია მოწითალო, მოღვინისფრო-მოშავო და მოოქრისფრო საღებავი. მხატვრობა მე-13-14 სს მიეკუთვნება და ტაძარზე სამხრეთის მინაშენის გაკეთების დროინდელი უნდა იყოს. რიად მაგარი. აქა ერთვის დასავლეთიდამ ხევი ფოლადაურს, რომელი გამოსდის ლოქის მთასა და დაბნებით შენი არს“. ხოლო რუკაზე სამწევრისსა და ბერდიკს შორის მათ დასავლეთით აღნიშნულია ორი ეკლესია - ოვაძორი და ახოტი. არაა გამორიცხული რომ ამ ორგადახურული იყო ცალფერდა სახურავით. წყობა აქ უფრო არეულია, ქვების ზომებიც უფრო განსხვავებული. სამხრეთი კედლის აღმ. ნაწილში ჩადგმულია მწვანე ტუფის სტელის სვეტი რომლის ერთ წახნაგზე სადა ლილვებს შორის ბოლნური მედალიონების მწკრივია მოცემული. ორნამენტულია მეორე წახნაგიც, თუმცა, მისი კედელში ჩატანების გამო გამოსახულების დადგენა არ ხერხდება. სტელა მე-6 საუკუნით შეიძლება დათარიღდეს. იქვე ჩატანებულია კვადრი, რომელშიც ნახევარწრიული თაღია ამოჭრილი. ვახუშტი ბატონიშვილთან არის ასეთი მონაკვეთი: „წუღრუღაშენს ზეით ციხე ბერდიკისა მაღალს კლდესა ზედა, ფიდან რომელიმე იყოს ინჯაოღლის ეკლესია (ვახუშტი ბაგრატიონი. საქართველოს ატლასი. თბ., 1997).



ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა