დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
რუისპირის არტოზანის ყველაწმინდა რუისპირის არტოზანის ყველაწმინდა რუისპირის არტოზანის ყველაწმინდა რუისპირის არტოზანის ყველაწმინდა რუისპირის არტოზანის ყველაწმინდა

რუისპირის არტოზანის ყველაწმინდის შესახებ

რუისპირის არტოზანის ყველაწმინდას ეკლესია მდებარეობს კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირთან, ნასოფლარ არტოზანის ტერიტორიაზე.

არტოზანის ყველაწმინდას ეკლესია აგებულია VI-VII საუკუნეებში.

არტოზანთან დაკავშირებულია ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამათაგანის — წმინდა შიოს მოღვაწეობა. წყაროებით ცნობილია რომ იგი მცხეთის ახლოს მღვიმეში დასახლებამდე, არტოზანში მოღვაწეობდა, ხოლო წმინდა ანტონ მარტყოფელმა, დატოვა რა წმინდა იოანე ზედაზნელი, გაემგზავრა კახეთში და განდგომილი ცხოვრება გაატარა ჯერ წმინდა იოანეს ცალკეულ მოწაფეებთან — იყალთოსა და ალავერდში, და ბოლოს, მდინარე ლოპოტის ხეობაში, საიდანაც გადავიდა და საბოლოოდ დამკვიდრდა მარტყოფში.

ძეგლი სამ ეკლესიანი ბაზილიკაა, გარე შესასვლელით სამი მხრიდან ნაგებია მოზრდილი ზომის, რიყის ქვით და კირის დუღაბით. ქვა მეტ-ნაკლებად შერჩეულია და დაწყობილია ჰორიზონტალურ რიგებად მთავარი ეკლესიის გარეთა კუთხეები, კარ-სარკმლების ღიობები და კონსტრაქტული ელემენტების დიდი ნაწილი ნაწყობია კარგად გათლილი, შირიმის ქვით კედლების ზედაპირი გასწორებულია კირის ბათქაშით, რომელიც საპერანგე ქვების ზედაპირის მნიშვნელოვან ნაწილს ფარავს

1960-იან წლებში ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია არქეოლოგიურად შეისწავლა იაე ინტმა. ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან ახლოს გაითხარა თანადროული, რიყის ქვით ნაშენი, აღმოსავლეთ-დასავლეთ-ის მიმართულებით წაგრძელებული, საცხოვრებელი შენობა, რომლისთვისაც შუა საუკუნეებში სვეტებიანი ნაგებობა მიუშენებიათ, გვიანდელ შუა საუკუნეებში კი, ზემოდან, მეორე სართული დაუშენებიათ, ხოლო ქვედა — მარნად გადაუკეთებიათ. პირველი სართულის ინტერიერის გაწმენდის შემდეგ, ჩრდილოეთ კედელზე, გამოჩნდა ერთმანეთისგან არათანაბარი მანძილებით დაშორებული სამი, მძლავრი პილასტრი და განიერი კარი. მარანში, აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლების გასწვრივ, რიყის ქვით ნაშენი, კირის წმინდა ბათქაშით შელესილი, სამი საწნახელი მატ შორის მთავარი სამხრეთ კედელზე მიშენებული საწნახელია, რომლის ფსკერი გვერდებიდან ცენტრისკენაა დაქანებული ფსკერში ორი, კერამ ღარია ჩატანებული, რომლებიც ცენტრში ერთმანეთს უერთდება, აქედან კი, თიხის კერამ. მილით, სითხე გარეთ გამოდის. საწნახლის გვერდებზე თითო, კვადრატული აუზია რომლებსაც სითხის სადინარი არ გააჩნია. აღმოსავლეთ და დასავლეთ საწნახლები, დარბაზის მთავარი ნაწილისგან, კედლებით იყო გამოყოფილი. მათი მილ-სადინრები გადიოდა დარბაზის ჩრდილოეთ კედლის გარეთ, ნახევრად ღია ფარდულში, სადაც ქვევრები იყო ჩაფლული გათხრების შედეგად აღმოჩენილ, კერამიკულ მასალაში ჭარბობს გვიანდელი შუა საუკუნეების თიხის ჭურჭელი. მხოლოდ სვეტებიან ნაგებობაში აღმოჩნდა XI-XIII საუკუნეების მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკის რამდენიმე ნიმუში.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე რუისპირის არტოზანის ყველაწმინდა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!