
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
შაორის ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ასფარასთან ახლოს მდებარეობს, ზღვის დონიდან 2752 მეტრზე. იგი ძვ.წ. II ათასწლეულის მეგალითური კომპლექსია. შაორის ციხე ძალიან მიაგავს აბულის ციხეს, ერთგვარია ბუნებრივი პირობები, მშენებლობის ტექნიკა, გადაუხურავი ტალანები და მისასვლელები. კომპლექსი ორი ნაწილისაგან შედგება. „ზედა ციხე“ მდებარეობს მთის მაღალ წვერზე და ნაგებია მშრალი წყობით. ციხის კედლის ქვედა ნაწილის სისქე ზოგ შემთხვევაში 3 მეტრია, სიმაღლე კი - 5 მეტრი. შიდა სივრცეში სიმაგრეს სათავსოები აქვს მიშენებული, რომლებიც ერთ, ან ორ სართულად იყო განლაგებული. სადგომთა უმეტესობას ცალკე შესასვლელი აქვს, ზოგს კი ერთმანეთთან კარი აკავშირებს. აქვე კიბის ნანგრევები ყოფილა შემორჩენილი, რომლის მეშვეობით კედელზე ასვლა იყო შესაძლებელი. გალავნის გარეთაც, კარკნალში დარან-სამალავთა მთელი ჯგუფი გვხვდება. ზედა ციხეს მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს აღმოსავლეთიდან, საიდანაც დიდი ფილაქვებით მოგებული განიერი გზა მთის დაბალი მწვერვალისკენ მიემართება, „ქვედა ციხისკენ“. ეს გზა ქვედა ციხის დასავლეთით არსებულ ვაკე ადგილზე მთავრდება. ქვედა ციხეც ციკლოპური ნაგებობაა. გზის გასწვრივ დადასტურებულ მოედნებზე რამდენიმე მენჰირი ყოფილა აღმართული. ქვედა ციხიდან მთის ფერდზე ბილიკი ეშვება, მთის ძირთან ბილიკი ფართოვდება და კვლავ ქვებით მოგებულ გზად გარდაიქმნება. მთის ძირში ნამოსახლარის კვალი დადასტურდა. სოციალური თვალსაზრისით რას წარმოადგენდა შაორი და აბული გამოსაკვლევია, თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა ისინი მუდმივი საცხოვრებლები ყოფილიყვნენ. სიმაგრეები შეიძლება წარმოვიდგინოთ ტომობრივ ბელადთა დროებით თავშესაფრად შიშიანობის დროს.

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა