
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
სპეთის ზედამაცხოვარის ეკლესია მდებარეობს ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის ტერიტორიაზე.
სახელწოდება „ზედა მაცხოვარი“ მკვიდრდება XVIII საუკუნიდან, მას შემდეგ რაც სპეთში აიგო მაცხოვრის სახელობის მეორე ეკლესია, რომელიც უშუალოდ სოფელში მდებარეობდა და ძველი ეკლესის ქვემოთ იდგა. ამჟამად სპეთში ორი ტაძარია „ზედა მაცხოვარი“ და „ქვედა მაცხოვარი.“ მეორე ეკლესია 1991 წლის მიწისძვრამ დაანგრია და სოფლის მოსახლეობამ, ფაქტობრივად, თავიდან ააშენა. რაც შეეხება „ზედა მაცხოვარს“ მისი ქტიტორის ვინაობას ჩვენამდე არ მოუღწევია. ცნობილია, რომ ტაძარი აშენებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე და წარმოადგენს ერთნავიან დარბაზული ტიპის ნაგებობას. მისი არქიტექტურული იერი საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა. მისთვის არ მიუშენებიათ გარშემოსავლელი და ვერც 1991 წლის მიწისძვრამ დაატყო თავისი კვალი. მიეხედავად ამისა ძეგლს პრობლემები ნამდვილად არ აკლია. ეკლესიის აღმოსავლეთის კედელზე განთავსებულია ორი ასომთავრული წარწერა, რომლებიც ფრაგმენტულადაა შემორჩენილი და შესაძლოა უახლოეს მომავალში საერთოდ განადგურდეს. მძიმე მდგომარეობაშია ფასადი, ქვის გადახურვა, ნესტისაგან დაწყებულია ქვის დაშლის პროცესი და საჭიროებს სასწრაფო რესტავრაციას. სპეთის „ზედა მაცხოვრის“ ყველაზე დიდ ღირსშესანიშნაობას მისი კანკელი წარმოადგენს, რომელიც თაბაშირისაა და XI საუკუნეშია დამზადებული. სავანის კანკელისაგან განსხვავებით ის რუსების მავნებლობის მსხვერპლი არ გამხდარა, რაც შესაძლოა მისმა ადგილმდებარეობამ განაპირობა. სპეთის კანკელის შესახებ ცნობებს ვახუშტი ბატონიშვილიც გვაწვდის.

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა