თბილისი მოლი, დედაქალაქის პირველი მასშტაბური სავაჭრო ცენტრი, 2012 წელს გაიხსნა. ობიექტი დიდი პოპულარობით სარგებლობს დღესაც, რაც მრავალფეროვანი არჩევანით, ხარისხითა და სიახლეებით არის განპორობებული.  შენობას აქვს სამი სართული სადაც განთავსებულია სხვადასხვა მაღაზიები, სტენდები, საკვები და გასართობი ობიექტები. ნულოვან სართულზე წარმოდგენილია საკმაოდ დიდი დახურული უფასო ავტოსადგომი.

გართობა და კვება

მესამე სართული სრულად ეთმობა გართობასა და კვებას. აქ შეხდებით სწრაფი კვების რამდენიმე ობიექტს(ნურგერ ქინგი, საბვეი) მათ შორის ქართულებსაც (ტაბლა ექსპრესი, მარტივი), თურქული სამზარეულოს (ფიდე ლანდი) და იტალიური კულინარიის (პიცა დი რომა)  რესტორნებს. ტრადიციული ქართული კერძების დაგემოვნებას შეძლებთ „ხაჭაპური ჰათ“-ში. (2 სართული)  ტკბილეულის მოყვარულებიც არ დარჩებიან იმედგაცრუებულნი, მათ ნაყინს ანჯელატო შესთავაზებს, სხვადასხვა გემრიელობებს მეჯიქ ქენდი, მოკა & მორ ყავასა და ნამცხვარზე უმასპინძლებს. (1 სართული).

გასართობი ობიექტებიდან მოლში წარმოდგენილია  ვი არ ჰაუსი, კონტაქტური ზოოპარკი და კინოთეატრების ქსელი კავეას ფილიალი. მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები გასართობი ზონის გაფართოებისა და მრავალფეროვნებითვის.

შოპინგი

თბილისი მოლში ჯამში 140-ზე მეტი ბრენდია განთავსებული. არის თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის ფილიალები (1 სართული) სადაც საჭიროების შემთხვევაში შეძლებთ ვალუტის გადაცვლას ოფიციალური კურსის შესაბამისად. ამავე სივრცეში 1-ლი და ნულოვანი სართულების საკმაოდ დიდ მოცულობას იკავებს ჰიპერმარკეტ კარფურის ქსელის ფილიალი. მესამე სართულზე კი არის რამდენიმე საყუფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი. (ალტაოქეი, ზუმერი)

ტრანსპორტი

თბილისი მოლში მოხვედრა საკმაოდ მარტივია. ქალაქის სხვადასხვა უბნებიდან მოძრაობს სამარშუტო ტაქსები, რომლებზეც თითო მგზავრობის საფასური არ აღემატება 1 ქართულ ლარს.  თბილისი მოლს საკუთარი ტაქსის ქსელიც აქვს, ამ ბრენდირებული ავტომობლებით ქალაქის ნებისმიერი უბნიდან სავაჭრო ცეტრამდე მხოლოდ 5 ქართული ლარის ფასად მიხვალთ.  ამ მიმართულებით აგრეთვე მოძრაობს ერთადერთი ავტობუსი ნომერი 121.

ტრანსპორტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბმულს: http://tbilisimall.com/ge/how-to-get

თბილისი მოლის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბმულებს:

http://tbilisimall.com/ge/home  ან/და https://www.facebook.com/TbilisiMall/