
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
თეთრიწყაროს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, ქალაქ თეთრიწყაროში მდებარეობს. იგი XIX საუკუნის ძეგლია, რომელიც რუს კოლონიზატორებს აუგიათ. ტაძარი ჯვარგუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. რვაწახნაგა გუმბათი ჯვრის მკლავების კედლების გადაკვეთის კუთხეებს ეყრდნობა. ეკლესიას დასავლეთიდან სწორკუთხა შესასვლელი აქვს, რომელიც პილასტრებზე გადაყვანილი თაღითაა მოჩარჩოებული. კარის ტიმპანი ხისაა და მოჩუქურთბებულია. ნაგებობის ყველა სარკმელი, გარდა დასავლეთისა, თაღოვანია. აღმოსავლეთის ფასადი გამაგრებულია კონტრფორსებით. გუმბათი თუნუქის პერანგითაა შემოსილი. ეკლესია ნაგებია ბაზალტის კვადრებით. გუმბათოვანი ტაძრის გვერდით უფრო ადრეული წმ. გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესიაა, რომელიც ქვის სუბსტრუქციაზე დგას. ნაგებობას სამხრეთიდან სწორკუთხა შესასვლელი აქვს. არქიტრავზე ხუთი რელიეფური ჯვარია გამოკვეთილი. არქიტრავის თავზე სხვადასხვა ფერის ქვისგან მარაოსებრად აწყობილი თაღია, რომელშიც წმ. გიორგის რელიეფია ჩასმული. ეკლესიას სამი ვიწრო, თაღოვანი სარკმელი აქვს - აღმოსავლეთით, დასავლეთითა და სამხრეთით. ფასადებს სადა, თაროსა და წრეთარგისგან შედგენილი ლავგარდანი ასრულებს.



ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა