
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
თირის მონასტერი შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ცხინვალიდან 8 კმ-ის დაშორებით. ძეგლი ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს, ესენია: ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, სატრაპეზო, სამრეკლო, გალავანი და გამოქვაბულები. ნაგებობათაგან ყველაზე ადრეული ღვთისმშობლის ეკლესიაა, რომელიც XIII საუკუნით თარიღდება.
თირის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა, რომელიც გართულებულია გვიანდელი მინაშენებით. ტაძრის დარბაზი სწორკუთხედშივე ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ეკლესიის დასავლეთით ეკვდერია, რომელიც მთავარ ნავს განიერი თაღოვანი გასასვლელით უკავშირდება. აფსიდი დარბაზის იატაკიდან ერთი საფეხურითაა შემაღლებული. აბსიდასა და ნავს შორის ვიწრო ბემაა. ტაძრის გრძივი კედლები პილასტრებითა და კედლის დეკორატიული თაღებითაა დანაწევრებული. ტრიუმფალური თაღი ორსაფეხურიანია. მისი სიმაღლე კამარას არ აღწევს, უფრო დაბალია. ამტომაც კონქის თაღზე ცენტრისკენ შემაღლებული შუბლია აღმართული. ნაგებობას მდიდრულად გაფორმებული ორი შესასვლელი აქვს. მთავარი პორტალი სამხრეთი ფასადის შუაშია გაჭრილი, მეორე ისეთივე, თუმცა უფრო მცირე ზომის სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან მდებარეობს და დასავლეთის სათავსს უკავშირდება. დასავლეთ სათავსის აღმოსავლეთ კედელზე შესასვლელის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენები მცირე ზომის მარტივი სათავსებია. სამხრეთის სათავსი დამოუკიდებელი ნაგებობაა, რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. ეკლესიის ფასადები მდიდრულადაა გაფორმებული. კარ-სარკმლები ორნამენტიანი საპირეებით, ლილვაკებითა და მათს ზემოთ დამატებითი დეკორატიული ელემენტებითაა გაფორმებული. ფასადებს პროფილირებული, თავიდან ბოლომდე ორნამენტით შემკული ლავგარდანი აგვირგვინებს. ღვთისმშობლის ეკლესიის დასავლეთით სატრაპეზო დგას. ნაგებობა გეგმით სწორკუთხაა. იგი ძალიან დაზიანებულია: სამხრეთის კედელი მთლიანად მორღვეულია, აღმოსავლეთისა კი სანახევროდაა შემორჩენილი, კამარა ჩაქცეულია. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით ორსართულიანი სამრეკლოა. სამრეკლოს აღნაგობა ტრადიციულია - პირველი სართული ყოველი მხრიდან კედლით შემოსაზღვრული დაბალი კუბია, ზედა სართული კი - მრავალწახნაგა, თაღებით გახსნილი ფანჩატური. მონასტრის შემორჩენილი გალავანი ისეა ნაგებობებთან მიდგმული, რომ ფასადები კედლებს შორისაა ჩასმული და უწყვეტი კედლის შთაბეჭდილება იქმნება. როგორც ჩანს, იგი თავდაპირველი გალავნის ადგილზე უნდა იყოს ამოყვანილი და მრავალჯერ შეკეთებული.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა