დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი

Tsalenjikha Cathedral წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი Tsalenjikha Cathedral წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი Tsalenjikha Cathedral წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი Tsalenjikha Cathedral წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი Tsalenjikha Cathedral წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი Tsalenjikha Cathedral წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი Tsalenjikha Cathedral წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი Tsalenjikha Cathedral წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი Tsalenjikha Cathedral წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ქალაქ წალენჯიხის მიმდებარედ. ის X-XIII საუკუნეების ძეგლია. ეკლესიამდე აქ ციხე-სიმაგრე ყოფილა აგებული, რაზეც გალავნის საძირკველი მეტყველებს. საეპისკოპოსო აქ 1639 და 1650 წლების შუალედში დაარსდა ლევან II-ის თაოსნობით. პირველ წალენჯიხელ ეპისკოპოსად ალავერდელი მიტროპოლიტი მიტროფანე მიიჩნევა. ქეთევან დედოფალს, რომელიც 1624 წელს ირანში წამებით მოკლეს, თან წაღებული ჰქონდა ღვთისმშობლის ხატი. მიტროფანემ ისპაჰანიდან დაიხსნა ეს ხატი, გამოიქცა სპარსეთიდან და ლევან დადიანთან შეიხიზნა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1678 წელს, აფხაზებმა ზუგდიდი, ცაიში და ხობის მონასტრები დაარბიეს და წალენჯიხის მონასტერი გაძარცვეს. ეკლესია ვინმე გიორგის თავის მეუღლესთან, თათუასთან ერთად განუახლებია და მამული და ყმები შეუწირავს. მას აქ მოუწყვია თავისი ოჯახის საძვალეც. წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში დასავლეთის ეკვდერში განისვენებს სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანი და მისი მეუღლე დედოფალი ნესტან დარეჯანი. წალენჯიხის მონასტერში მაღალ დონეზე იდგა წიგნების გადაწერის ხელოვნება, თავის დროზე მოღვაწეობდნენ კალიგრაფ-გადამწერები: აფაქიძე, მანუჩრ ქვაბულია, კანდელ-მოძღვარი ეფემიძე მელქისედბეგი, მღვდელი-კალიგრაფი გაბრიელ ბოკუჩავა. კომუნისტური მმართველობის პერიოდში, შვიდი ათწლეულის განმავლობაში, ეკლესია დაკეტილი იყო. 1988 წელს კი ტაძარში კვლავ აღდგა ღმრთისმსახურება.


არქიტექტურა

წალენჯიხის კომპლექსი მოიცავს ეკლესიას, სამრეკლოსა და გვირაბს. მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა, რომელიც აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდით სრულდება. ის სამსაფეხურიან ცოკოლზე დგას. აფსიდის ორივე მხარეს პასტოფორიუმებია მოწყობილი, რომლებიც მთავარ სივრცეს ღია ნახევარწრიული თაღებით უკავშირდება. ტაძარი ნაგებია კარგად თლილი ქვით, რომელიც შემდეგ შელესილია. ეკლესიის გუმბათი წახნაგოვანია. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპების საშუალებით. ეკლესიას სამი მხრიდან გარშემოსავლელები აქვს, რომელთაგან სამხრეთისა და ნაწილობრივ ჩრდილოეთისაც დადიანთა საგვარეულო ეგვტერადაა გადაკეთებული. აფსიდის ცენტრში სამი თაღოვანი სარკმელია, გვერდითა სათავსოებში კი თითო სარკმელია გაჭრილი. გუმბათის თითოეულ წახნაგში თითო ვიწრო სარკმელია დატანებული. ტაძრის ფასადები სადაა, მორთულობა არა აქვს არც კარებსა და სარკმლებს. ინტერიერი მთლიანად მოხატულია. ეკლესიის მოხატვის ისტორია აღწერილია ორ დიდ სვეტზე განთავსებულ წარწერაში. თავდაპირველად ტაძარი კირ მანუელ ევიენიკოს მოუხატავს XIV საუკუნეში, შემდგომ, ევდემონ ჯაიანს გაუნახლებია, ეგვტრები კი XVI-XIX საუკუნეებშია მოხატული. საკურთხეველში ღვთისმშობლის ფრესკაა, მარჯვნივ და მარცხნივ წმინდა პეტრეს, მიქელ მთავარანგელოზის, წმინდა პავლესა და გაბრიელ მთავარანგელოზის გამოსახულებებია. მათ ზემოთ ამაღლების სცენაა განთავსებული. ქვემოთ ეკლესიის მამათა პორტრეტებია. საკურთხევლის სარკმლის ქვეშ გამოსახულია ყრმა ქრისტე. სარკმლებს შუა იოანე ნათლისმცემლისა და სხვა წმინდანების გამოსახულებებია. დასავლეთის კედელზე წარმოდგენილია ღვთისმშობლის მიძინება და მთავარანგელოზები გრაგნილებით. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ისტორიულ პირთა ფრესკებია (მანდატურთუხუცესი ვამეყ დადიანი, მისი მეუღლე მარეხ და შვილი გიორგი). ეკლესიას გარს უვლიდა თლილი ქვით ნაშენი მაღალი გალავანი, რომელიც საუკუნეთა მანძილზე განადგურებულა. XIX საუკუნეში მის ნანგრევებზე უბრალო ქვის გალავანი აუშენებიათ. გალავანში ჩრდილო-დასავლეთით ორსართულიანი სამრეკლოა ჩაშენებული. სამრეკლოს პირველ სართულში ალაყაფის კარია. გალავნის გარეთ შემორჩენილია დადიანის სასახლისა და და სხვა ნაგებობათა ნაშთები. ტაძრის დასავლეთით დაცულია 40-45 მეტრის სიგრძისა და 3-4 მეტრის სიმაღლის გვირაბი.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები სამეგრელოში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!