დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
Vardzia, Samtskhe-Javakheti Vardzia, Samtskhe-Javakheti Vardzia, Samtskhe-Javakheti ვარძია, სამცხე-ჯავახეთი ვარძია, სამცხე-ჯავახეთი ვარძია ვარძია ვარძია ვარძია ვარძია ვარძია ვარძია ვარძია ვარძია ვარძია ვარძია ვარძია ვარძია

ვარძიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში (ასპინძინდან 30 კმ). მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. ოროგრაფიული სქემის მიხედვით ვარძია მდებარეობს ერუშეთის ქედის აღმოსავლეთის განტოტების ბოლოს. ვარძიის უკიდურესი ზედა გამოქვაბული ზღვის დონიდან 1462 მ-ზე ძევს.

ვარძიის ციხე-ქალაქი განლაგებულია იარუსებად 100 მ სიმაღლეზე. იარუსების რაოდენობა 3 - დან 13 - მდეა. მასში 600 - ზე მეტი სათავსოა. აქ არის სატრაპეზოები, სენაკები, საკუჭნაოები, დამხმარე სათავსოები და 25 მარანი 185 ქვევრით.


ისტორია

ციხის მშენებლობა დაიწყო მეფე გიორგი III - მ და დაამთავრა მისმა შვილმა - თამარ მეფემ, რომელმაც მას თავდაპირველი სამხედრო ციხე-სიმაგრის დანიშნულება შეუცვალა და უზარმაზარ გამაგრებულ მონასტრად წარმოგვიდგინა. ანსამბლი ძირითადად 1156 - 1203 წლებში შეიქმნა, აკურთხეს 1185 წლის 15 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების სახელზე.

ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. აქ შემორჩენილია კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც ვინმე გიორგის შესრულებულია. კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები. თამარის შემორჩენილი ოთხი პორტრეტიდან ესაა ყველაზე ადრეული, თამარის ახალგაზრდობის სურათი, რომელიც 1186 წელს უნდა იყოს შესრულებული. აქვეა ღვთისმშობელი ყრმით ხელში, თორმეტი მოციქული, სახარების ციკლის სცენები და სსვა.

1551 წელს ვარძია აიღო და დაარბია ირანის შჰამა თამაზ I-მა. სპარსელებმა გაიტაცეს ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და მრავალი განძი. 1578 წელს ვარძია თურქებმა დაიპყრეს. იგი ისევ გაიძარცვა. ბერები კი - ნაწილი დახოცეს, სხვები კი სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტნენ და აქაურობა გაუკაცრიელდა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ვარძიაში ჯერ ტურისტული ბაზა, 1983წ. კი მუზეუმი დაარსდა. 1989წ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ვარძიაში აღსდგა ღვთისმსახურება, ხოლო 1999 წლიდან კი განახლდა სამონასტრო ცხოვრება.

თეგები: #ბუნება #მღვიმე #გამოქვაბული #მიწისქვეშეთი

რუკა

Map placeholder

ფასები

მომსახურება/პროდუქტი ფასი

უფროსისტუდენტი/მოსწავლე6 წლამდე ბავშვი
ვარძიის კომპლექსის დათვალიერება71უფასო
გიდის მომსახურება (ფასი მითითებულია ჯგუფზე)25--

სად დავრჩეთ სამცხე - ჯავახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა

გამარჯობათ,
ვარძიაში შესვლის ტარიფები მაინტერესებს მოსწავლე, უფროსი?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

გამარჯობა, ფასებთან დაკავშირებით ამ ნომერზე დაუკავშირდით ვარძიას +995 599 08 40 10.

Nia nachkebia
Nia nachkebia

გამარჯობათ. ვარძიაში შესვლის ტარიფები მაინტერესებს.

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

გამარჯობა, ფასებთან დაკავშირებით ამ ნომერზე დაუკავშირდით ვარძიას +995 599 08 40 10.

Irina Kbilashvili
Irina Kbilashvili

Გამარჯობა. Ორშაბათს ღიაა კომპლექსი?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი, ამ ნომერზე დაუკავშირდით და გეტყვიან ყველაფერს +995 599 08 40 10

მარიამი კაკულია
მარიამი კაკულია

30 ოქტომბერს დაკეტილი იქნებით?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი, ამ ნომერზე დაუკავშირდით და გეტყვიან ყველაფერს +995 599 08 40 10

თათა ერაძე
თათა ერაძე

შესვლა როგორ ხდება 40 კაციან ჯგუფზე?
ჯგუფი იყოფა?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი, ამ ნომერზე დაუკავშირდით და გეტყვიან ყველაფერს +995 599 08 40 10

Tata Gagua
Tata Gagua

მაინტერესებს თუ ღებულობთ ახლა მნახველებს? (კერძოდ ჯგუფებს)

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

დიახ, ვარძია ღიაა.

Манана Сахелашвили
Манана Сахелашвили

რა ღის ვარძიაში შესვლა ბავშვებისთვის და დიდებისთვის? ჯგუფზე რამდენია გადასახადი გიდით და უგიდოთ?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით, ვარძიაში შესვლა ზრდასრული ადამიანისთვის ღირს 7 ლარი. ხოლო მოსწავლეებისთვის 1 ლარი. გიდის მომსახურება შეადგენს 25 ლარს ჯგუფზე.

qetevan xucishvili
qetevan xucishvili

რა ღის ვარძიაში შესვლა სტუდენტებისთვის ?

1 შეფასება
5
I FLY IN THE SKY

https://youtu.be/dpTaSKn5RyE - Vardzia (drone video)

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ვარძია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

+995 599 084****