
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ზენდიდის ციხე აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენდიდში მდებარეობს. მისი აგების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა გვიან შუასაუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს. ციხე ჩრდილოეთით ქედის რაიონულ ცენტრს გადაჰყურებს და ის ძნელად მისადგომ მთაზეა აგებული, რომელსაც ჩრდილოეთიდან ქალასკურის ტყით შემოსილი ქედი ესაზღვრება. ადგილს, სადაც ციხეა აღმართული მოსახლეობა “კონახს” უწოდებს. ზენდიდის ციხე ამჟამად ბეჟანიძეების საცხოვრებელ ეზოს ტერიტორიაზეა მოქცეული, რომელსაც ძველი ციხის გალავანი მთლიანად უვლის გარს. ციხე-სიმაგრეს გარდა თავად ქედის დაცვისა, ცივასულას, საღორეთის, მთის უბანის, ჩხუტუნეთის და სხვა ციხეებთან ერთად, ხეობაში გასავალი ცენტრალური სავაჭრო სტრატეგიული გზების გაკონტროლებაც ევალებოდა. ციხე-გალავანი უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავს, მისი მთლიანი ფართობი 6000 მ²-ია. იგი აგებულია მაღალ, კლდოვან მასივზე, გეგმა რელიეფს მიესადაგება და რამდენადმე აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზეა წაგრძელებული. ზენდიდის ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია ზღუდის კედლები, კოშკები, კარიბჭეები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები. დასავლეთ ნაწილში ოთხკუთხა ნაგებობების ფრაგმენტებია შემონახული. აქ ასევე შეინიშნება ნაკოშკარი, წყლის რეზერვუარი და სხვა ნაგებობანი. ციხე ნაგებია ფლეთილი ქვით, კირის დუღაბზე.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა