დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
ჟინვალის ჯვარპატიოსნის ეკლესია ჟინვალის ჯვარპატიოსნის ეკლესია ჟინვალის ჯვარპატიოსნის ეკლესია ჟინვალის ჯვარპატიოსნის ეკლესია ჟინვალის ჯვარპატიოსნის ეკლესია ჟინვალის ჯვარპატიოსნის ეკლესია ჟინვალის ჯვარპატიოსნის ეკლესია ჟინვალის ჯვარპატიოსნის ეკლესია ჟინვალის ჯვარპატიოსნის ეკლესია

ჟინვალის ჯვარპატიოსნის ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზამთარი

ჟინვალის ჯვარპატიოსნის ეკლესია მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფილ სოფელ ჟინვალის აღმოსავლეთ ნაწილში. განეკუთვნებოდა განვითარებულ შუა საუკუნეებს. ამჟამად დაფარულია წყლით. 1974 წელს გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.

ეკლესია ნაგები იყო კირქვითა და შირიმით. სამხრეთიდან ეკვროდა სამი სათავსისგან შემდგარი გვიანდელი მინაშენი. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა - მინაშენის ერთ-ერთი სათავსიდან. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელი იყო გაჭრილი, რომლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმული იყო მთლიანი ქვისგან გამოკვეთილი ტრაპეზი. საკურთხეველი ეკლესიის დანარჩენი სივრციდან გამოყოფილი იყო შირიმის ქვით ნაწყობი კანკელით. საკურთხევლის სარკმლის გარდა დასავლეთ და სამხრეთ კედლებში გაჭრილი იყო თითო სწორკუთხა სარკმელი. ეკლესია გადახურული იყო ფიქლის ორფერდა სახურავით. ეკლესიის შიგნით გაითხარა ერთი, ხოლო გარეთ ოთხი ქვისსამარხი და ორი აკლდამა.

ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით, 10 მეტრზე, გაითხარა ნატეხი ქვით ნაგები, განვითარებული შუა საუკუნეების მოზრდილი საცხოვრებელი შენობა, რომელიც ორი, თითქმის თანაბარი ზომის, სწორკუთხა სათავსისგან შედგებოდა. მათგან ერთში აღმოჩნდა კერა, მეორეში - ექვსი ქვევრი და ორი თონე.

ეკლესიის სამხრეთ მინაშენში და საცხოვრებელ შენობებში აღმოჩნდა XVIII საუკუნის განძი. აღმოჩენილი მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ტაძრის ნახვა ზამთრის პერიოდშია შესაძლებელი როდესაც წყალსაცავში წყლის დონე იკლებს.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ჟინვალის ჯვარპატიოსნის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!