
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დიდი კლდეისის ღვთისმშობლის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ კლდეისში მდებარეობს. იგი X-XI საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მინაშენები აქვს. ძეგლი ძალიან დაზიანებულია. სამხრეთი მინაშენი აბსიდიანი სათავსია. მის სამხრეთ კედელში დატანებული კარი მლოცველს ეკლესიის მთავარ კორპუსთან აკავშირებდა. ჩრდილოეთის მინაშენი ორნაწილიანია და მის სამხრეთ ნაწილში ამ ორი სათავსის კავშირისათვის კარია მოწყობილი. მთავარი დარბაზის კამარა მთლიანად ჩაქცეულია. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთშია გაჭრილი. დარბაზი როგორც ჩანს ორი სარკმლით ნათდებოდა. გრძივ კედლებს მთელ სიგრძეზე გაყოლებული აქვს ხარისხი. შესასვლელის ტიმპანი სემკულია ვაზის მტევნებით, ფოთლოვანი ორნამენტებით და განედლებული ჯვრის გამოსახულებით. ტიმპანსა და აღმოსავლეთ ფასადზე გვხვდება ასომთავრული წარწერები. ტაძრის ეზოში მიმოფანტულია მორთულობის ფრაგმენტები და რელიეფური საფლავის ქვები.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა