
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დიმის ციხე ანუ „ციხის ყელი“ მდებარეობს ზემო დიმში, სოფლის აღმოსავლეთ განაპირას, მაღალ მთაზე. შემორჩენილია ნანგრევები. წყობა მეტწილად ჰორიზონტალურია. აშენებულია უხეშად გათლილი კვადრებით კირხსნარზე. მის სამხრეთ კუთხეში დგას ოთხკუთხა კოშკის ნანგრევები. ციხის ნაშთები შუა საუკუნეებისაა. ვახუშტი ბაგრატიონი დიმის შესახებ გადმოგვცემს: „ხანის წყლის აღმოსავლით და ყვირილის მდინარის სამხრით, ფერსათის კალთას, არს დიმი, სადაცა ჰყო პირველმან მეფემან ფარნაოზ ციხე მტკიცე, და აწ არს დაბა“. დიმი წყაროებში სხვადასხვა სახელით იხსენიება: დიმნა, დიმი, დმნი. ძვ. წ. III ს-ში ფარნავაზს აუშენებია იქ ციხე. XVIII ს-ში ის დაბა. დიმის ციხის აღმოსავლეთ ფერდობზე დაზვერვებისას აღმოჩნდა ჭურჭლის ფრაგმენტები, ქვევრების ნატეხები, დამწვარი ბათქაში, ალიზი, ამფორისკის ფრაგმენტი, ბრინჯაოს კილიტი. ანაკრეფი მასალა ელინისტური ხანით განისაზღვრა. ციხის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, „ცეცხლოურის“ წყაროს მახლობლად შემთხვევით აღმოჩნდა ქვევრსამარხი, ხოლო „ამილახვრისოულად“ წოდებულ ადგილზე – ორმოსამარხები, რომლებშიც დაფიქსირდა რკინის შუბები, ისრისპირები, მძივები, სამკაული, თიხის ჭურჭელი – ჩაფები, ჯამები. სამარხები პირველი საუკუნეებით უნდა დათარიღდეს. 1939 წ. სოფ. დიმში აღმოჩნდა ძვ. წ. XIV-XIII სს-ის კოლხური ცულების განძი, რომელიც 12 ცალისაგან შედგება. ნივთები ინახება ნ. ბერძენიშვილის სახ. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა