
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დირბის ციხე-დარბაზი მდებარეობს შიდა ქართლში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით, მთაზე. თარიღდება XVII საუკუნის მიწურულითა და XVIII საუკუნით. ნაგებია რიყის ქვით. ციხე-დარბაზის წაგრძელებული ფორმის ტერიტორია ინტენსიურადაა განაშენიანებული. მის ვიწრო ბოლოებში თითო კოშკი დგას, შუა ნაწილში სამსართულიანი ნაგებობის (სახლი) ბანი ეზოდ იყო გამოყენებული. ერთადერთი შესასვლელი ეზოს აღმოსავლეთიდან ჰქონდა.
სამსართულიანი ნაგებობის პირველი სართულის კედლებში მხოლოდ სარკმლებია, ხოლო ზედა ორი სართულის კედლებში — სარკმლები, სათოფურები და ბუხრები. ამგვარად, შენობა ერთდროულად საცხოვრებელიც ყოფილა და თავდასაცავიც. კედლების სისქე 1 მ-ია. აღმოსავლეთის კედელი გარედან გამაგრებულია სამი კონტრფორსით.
ჩრდილოეთის ოთხკუთხა კოშკი ხუთსართულიანია. იგი უკეთ არის შემონახული. პირველი სართული ყრუკედლებიანი დამხმარე სათავსია. ამ სართულის ნახევარი პირველ სამშენ ფენას მიეკუთვნება, დანარჩენი შემდეგაა დაშენებული. კოშკის პირველ, მეორე და მესამე სართულებს შესასვლელი ცალ-ცალკე აქვს ეზოდან. ეს სართულები აღჭურვილია საყოფაცხოვრებო ელემენტებით, აქვს სათოფურებიც. მეხუთე სართული საბრძოლო ბანია. მას მაღალქონგურებიანი კედლები აქვს.
მცირე კოშკი (4×5 მ) ნახევრად მრგვალია; ძლიერ დაზიანებულია, ნაწილობრივ შემორჩენილია სამი სართული. ყველა სართულზე სარკმლები და სათოფურებია, მეორე სართულზე ბუხარიცაა.
ცნობილია, რომ 1736 წელს დირბის ციხეში ლეკების ჯარი გამაგრებულა, მაგრამ მალე გაქცეულან
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა