
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დვანის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის ჩრდილო-დასავლეთით, კონუსური მთის წვერზე. სტილისტური ნიშნებით ნ. ჩუბინაშვილი VI საუკუნის III მეოთხედით ათარიღებს, ხოლო ნ. გენგიური – VIII საუკუნით. ადგილობრივი მცხოვრებლები უწოდებენ წმინდა გიორგი კვართისას, ანუ ქრისტეს კვართის მცველ წმინდა გიორგის. აქ იმართებოდა ხატობა – „კვართობა“. მოგვიანებით ამ დღესასწაულისთვის დაურქმევიათ „კოხიჯვრობა“. ეკლესიას ამჟამად წმინდა გიორგი კოხიჯვრისასაც უწოდებენ.
დვანის წმინდა გიორგის ეკლესია კუპელჰალეს ტიპის პირველი ნაგებობაა საქართველოში. იგი წარმოადგენს დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძზე წაგრძელებულ, გარე სწორკუთხედში მოთავსებულ გუმბათოვან ეკლესიას, რომელსაც სამხრეთიდან და დასავლეთიდან გარშემოსავლელი შემოუყვება. გუმბათი დასავლეთით შვერილთა წყვილს ეფუძნება, აღმოსავლეთით კი საკურთხევლის კუთხეებს.[3]
აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ზედა, ოდნავ ნალისებრი ნაწილი გამოყვანილია სუფთად გათლილი ქვებით და მთელი კედლის სისქეში ჩადგმულია მუქი წითელი ფერის მთლიანი ვიწრო საკეტი ქვა. ეკლესიაში 1697 წელს გარდაცვლილი პაატა ყარალაშვილის საფლავის ქვაა.
ეკლესია ურბნისისა და რუისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
ეკლესია მდებარეობს რუსეთის მიერ დროებით უკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს, უსაფრთხოებისთვის ამიტომ ტაძრამდე მისვლა შსს წინასწარი წერილობითი საშვით/ნებართვითაა შესაძლებელი.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა