
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ძეგვის სამება მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძეგვში მდებარეობს. ძეგლი XVII საუკუნით თარიღდება. შესასვლელი ორია - სამხრეთითა და დასავლეთით, სამხრეთის შესასვლელი ამჟამად ამოშენებულია. დასავლეთის შესასვლელი შიგნიდან თაღოვანია, გარედან კი - არქიტრავული. დარბაზი აღმოსავლეთით ღრმა აფსიდით სრულდება. საკურთხეველი ძირითადი სივრცისგან ფართო მხრებითა და მათზე გადაყვანილი ორსაფეხურიანი სატრიუმფო თაღით არის გამოყოფილი. თაღის ქუსლებთან რთულპროფილიანი კაპიტელებია, რომლებიც შექმნილია ორი ვიწრო თაროთი და მათ შორის მოქცეული შეზნექილი სიბრტყით. საკურთხევლის სარკმლის ჩრდილოეთით ერთი თაღოვანი ნიშია, სამხრეთით კი - ორი. საკურთხეველში სატრაპეზო ქვა დგას. საკურთხევლის ბაქანი წინ არის წამოწეული და შუაში არდაბაგი აქვს. დარბაზის გრძივ კედლებზე, აფსიდის მხრებთან, თითო კვადრული სახატე ნიშია, რომლებსაც რელიეფური კიდეები და თაღოვანი მოჩარჩოება აქვთ. ჩრდილოეთის ნიშში გამოსახულია რელიეფური ოვალი, სამხრეთით კი - რელიეფური ჯვარი. დარბაზი ოთხი სარკმლით ნათდება, ყოველ კედელში თითო სარკმელია გაჭრილი. დარბაზი გადახურულია კამარით, რომელიც შეკიდულ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. ტაძრის დასავლეთ ნაწილში ხის პატრონიკეა მოწყობილი, რომელზეც ხის კიბით ადიოდნენ. ეკლესიის ფასადები მოპირკეთებულია თლილი ქვით. მორთულობა არ გვხვდება, მხოლოდ სარკმლებს აქვს სადა, ლილვოვანი საპირეები. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის მარცხნივ შვიდსტრიქონიანი მხედრული წარწერაა, რომელშიც ტაძრის მაშენებელი კათალიკოსი ნიკილოზ ამილახვარი იხსენიება. ფასადები მაღალი ლავგარდნით სრულდება, რომელიც თაროსა და ლილვს შორის მოქცეული შეზნექილი სიბრტყისაგან შედგება. ეკლესია ნაგებია კარგად გათლილი, მოყვითალო-მოყავისფრო ქვიშაქვის კვადრებით.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა