![მთის რაჭა](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/20230624-093026-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ძუძუანას მღვიმე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია. იგი მსოფლიომ გაიცნო მას შემდეგ, რაც აქ მსოფლიოში უძველესი, 34 000 წლის, ძაფის ნაშთები იპოვნეს. მღვიმე იმერეთის მხარეში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ მღვიმევის მიდამოებში, ზღვის დონიდან 480 მეტრზე. მის წინა ნაწილში პალეოლითელი ადამიანის სადგომი გამოვლინდა. მტვრის გამოკვლევისას გამოვლინდა უძველესი სელის ძაფის ბოჭკოები, რომლებიც არის დაჭეჭყილი, მერე დაძეძგილი და შემდეგ – მოქსოვილი. ასევე ზოგიერთ ბოჭკოზე შეიმჩნევა მცენარეული საღებავით შეღებვის კვალი. ამ აღმოჩენამდე უძველესად ითვლებოდა ჩეხეთში ნაპოვნი 29 000 წლის ჭინჭრის ძაფი და მიიჩნეოდა, რომ უძველესი ქსოვილი ადამიანმა 29 ათასი წლის წინ დაამზადა, ძუძუანას მღვიმის აღმოჩენამ კი ეს მოსაზრება შეცვალა. მღვიმის სიღრმე 175 მეტრამდეა, სიგანე 1-15 მ, სიმაღლე 1,5-10 მ. იგი ორი სართულისგან შედგება, პირველი სართული ადვილი გასავლელია, მეორე სართული კი უფრო რთულად მისადგომია. მღვიმეში გაედინება ნაკადული, ასევე აქ გვხვდება ძალიან ლამაზი ნაღვენთი ფორმები, რაც კულტურულ მნიშვნელობასთან ერთად კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს ძუძუანას მღვიმეს.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა