დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია

ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ

ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის მიმდებარედ, ნასოფლარ ეთოსა და ეხვევის ტერიტორიაზე.

ეკლესია ნაგებია XI საუკუნეში ეხვევის ერთნავიანი ეკლესია იწოდება როგორც „დედა ღვთისა“.

საყურადღებოა მისი ჩრდილოეთი და დასავლეთი შესასვლელების მოჩუქურთმებული ტიმპანები და დასავლეთ და აღმოსავლეთ სარკმლის საპირეები, სათაურები და შეწყვილებული გრეხილი „სვეტები“, რომლებიც ტაო-კლარჯეთის X-XI საუკუნეების ძეგლთა მორთულობის ენათესავება. ჩუქურთმები მაღალ პროფესიულ დონეზეა შესრულებული. თავდაპირველად ეკლესიას ეგვტერები ჰქონია, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისში შენობის შეკეთებისას ძველი სენაკების ნაშთებთან ერთად დაუნგრევიათ.

XX საუკუნის დასაწყისში ეკლესია მოინახულა მკლვლევარმა გიორგი ბოჭორიძემ. იგი ტაძრის იმდროინდელ მდგომარეობას შემდეგნაირად გადმოგვცემს:

,,ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია ერთნავიანი ბაზილიკაა, 11,5X6,5 არშინი, ნაშენი თლილი ლოდებისა და კირისაგან. ძველად მას მიშენებული ჰქონია სამწირველოები, რომელიც მოუშლიათ უკანასკნელ ხანს (მათი მასალა ყრია ეკლესიის აღმოსავლეთით, გზის პირას). კარი აქვს სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით. სარკმელი აღმოსავლეთით 3, სამხრეთით 2, დასავლეთით 1 და ჩრდილოეთით 2. კარ_სარკმელი შემკულია ჩუქურთმებით. ტრაპეზი ძველად კედელზე ყოფილა მიდგმული, ეხლა კი საკურთხევლის შუაშია. საკურთხეველშივე არის სამალავში ასავალი ორი ერდო. ეკლესიის აღმოსავლეთ მხარეს, შუა სარკმლის ორნამენტის ბოლოზე არის წარწერა….. და იკითხება: ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე ლგ(?) ".

ამ წარწერის უკანასკნელ სიტყვას გ. წერეთელი კითხულობს ლეონ და გიორგი_დ, მათ სცნობს აფხაზეთის მეფეებად ლეონ და გიორგიდ და ეკლესიის აშენებას მიაწერს მათ ხანას_786-860წწ.

კანკელს უზის ოთხკუთხი ფიქალი (მათში ერთი მარმარილოსი), შემკულნი ჯვრის გამოსახულებით. ეკლესიაში არის: ორი სვეტი ქვისა ოთხკუთხედი ფორმისა, ღარებით და ერთი მრგვალი ფორმის მარმარილოს სვეტი, ცოტა დაბალი. ესენიც ხსენებული კანკელიდან უნდა იყვნენ დარჩენილნი.

გ. წერეთლისავე ცნობით, ნაწილი კანკელისა XIX ს. 30-იან წლებში მიტროპოლიტ დავითს გადაუტანია ჯრუჭის მონასტერში.

ეკლესიაში არის დიდი ხის ჯვარი 4X2 მთელ ერთმეორედ არშ. ეკლესიის აღმოსავლეთით გდია ქვა ოთხკუთხად ამოფუღურული, შესაძლებელია იგი ჯვრის კვარცხლბეკი იყოს. აქვე გდია ერკემალი ქვისა. საკურთხევლის მარჯვენა ნიშში შენახულია ეკლესიიდან ჩამოვარდნილი თუ ჩამოღებული ქვის ნატეხი (წარწერის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი). სიძვლეს წარმოადგენდა: დასაკეცი ხატი ღვთისმშობლის მიძინებისა ( 30X23 სმ). მას გარეთა პირი დაზიანებული აქვს. იგი ბერძნული ხელოვნებისაა.

დაზიანებული ეხვევის ეკლესია რამდენიმე წლის წინ იქნა აღდგენილი, ეხვევის ეკლესიასთან ახლოს მდებარეობს ეთოს ხის ეკლესია რომელიც სავარაუდოდ მეცხრამეტე საუკუნეშია აგებული და მასში სავარაუდოდ სწორედ ეხვევის ეკლესიის ქვის დეტალები ინახება.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ იმერეთში

Eco Cottage
ეკო კოტეჯი
სასტუმრო · საოჯახო სასტუმრო · კოტეჯი · მარანი / მეღვინეობა
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!