დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
ელიას მონასტერი, კახეთი - Elia Church, Kakheti ელიას მონასტერი, კახეთი - Elia Church, Kakheti ელიას მონასტერი, კახეთი - Elia Church, Kakheti ელიას მონასტერი, კახეთი - Elia Church, Kakheti ელიას მონასტერი, კახეთი - Elia Church, Kakheti ელიას მონასტერი, კახეთი - Elia Church, Kakheti ელიას მონასტერი, კახეთი - Elia Church, Kakheti DSC_0211 DSC_0218 ელიას მონასტერი ელიას მონასტერი ელიას მონასტერი ელიას მონასტერი ელიას მონასტერი ელიას მონასტერი ელიას მონასტერი

ელიას მონასტერის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ელიას მონასტერი მდებარეობს კახეთში, დედოფლისწყაროს სამხრეთ ნაწილში, ორმწვერვალიან კირქვის მთაზე.

ელიას მთაზე წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი მეექვსე საუკუნიდან არსებობს. ყოველ 2 აგვისტოს წმინდა დიდებული წინასწარმეტყველის ილია თეზბიტელის ხსენების დღეს უამრავი ხალხი იკრიბება აქ, ღამეს ათევენ უნაგირაზე და ლოცვას აღავლენენ ელიას კლდის ძირას.


ისტორია

წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძრის არსებობას, ჯერ კიდევ VI საუკუნეში, არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, თუმცა მისი აგების ზუსტი თარიღი უცნობია. მისი აღდგენა 2006 წელს მოხერხდა.

ერთადერთი წერილობითი ცნობა შემოგვინახა ალექსანდრე დიუმამ, რომელსაც ელიას კლდე უნახავს 1858 წელს კავკასიასა და საქართველოში მოგზაურობის დროს და მოკლე ჩანაწერიც გაუკეთებია: „თამარ მეფის ციხიდან ექვსი ვერსის დაშორებით აღიმართება კიდევ ერთი მთა, რომლის შესახებ გადმოცემა არსებობს. ამ მთას ელიას მთა ჰქვია, ძირს მლაშე ტბა ევლება. შუა მთაში გამოჭრილ ფართო მღვიმეში აშენებულია სამრეკლო, სადაც ხშირად დადიან მცხოვრებლები. გადმოცემა ამბობს, რომ ამ მღვიმეში ილია წინასწარმეტყველისთვის ყორანს საჭმელი მიჰქონდა და რომ მან თავისი წამოსასხამი თავის მოწაფეს ელისეს დაუტოვა, თვითონ კი მთის მწვერვალიდან ცაში ამაღლდა" (ა.დიუმა. კავკასია, თბილისი, 1970, გვ. 259_260).

წმინდა ელიას სამლოცველო ბევრჯერ გადაურჩა იმ ქარტეხილებს, რაც კახეთ-ჰერეთსა და, განსაკუთრებით, კამბეჩოვანს დაატყდა თავს. დღეს სამლოცველო მოქმედია და სრულდება წირვა-ლოცვა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ადგილობრივ მკვიდრს, საპატრიარქოს არქიტექტორ სერგო ქართველიშვილს".

ელიას მთას აქვს ერთი საიდუმლო. ელიის მთიდან არის შესასვლელი გვირაბში, რომლის ერთი ბოლო ხორნაბუჯის ციხეში გადის. ეს გვირაბი შიგ ელიის მთაში შედის და იქიდან გადის სხვადასხვა მხარეს, ხორნაბუჯში არის გვირაბის გამოსასვლელი ადგილი, რაც ამ ფაქტის სინამდვილეს ადასტურებს. როგორც ამბობენ ამ გვირაბიდან გზა რამდენიმე მხარეს გადიოდა, მაგრამ ცნობილია მხოლოდ ერთი, ხორნაბუჯში გამავალი ბოლო. დღესდღეობით ეს გვირაბი ჩამონგრეულია და მხოლოდ შესასვლელია დარჩენილი.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
2 შეფასება
5
Khatuna Chkoidze

ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

Lizi Alborishvili

მაგარი ადგილია

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ელიას მონასტერი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!