
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
თიანეთის რაიონს მინიჭებული აქვს ''მწვანე მუნიციპალიტეტი''-ს სტატუსი, რაც იმას ნიშნავს რომ თიანეთში სუფთა ჰაერი და ჯანსაღი გარემოა.
''ეთნო სახლი'' მდებარეობს თიანეთის რაიონში, კერძოდ კი დაბა თიანეთში, ნიკო ფიროსმანის 4 ნომერში. ზღვის დონიდან 1106 მეტრზე. თიანეთის ცენტრიდან 600 მეტრში. კუჟანას ბაღიდან 200 მეტრში. ავტოსადგურიდან 700 მეტრში. მდინარე იორიდან 900 მეტრში. მდინარე ქუსნოდან ორ კილომეტრში და მდინარე საგამიდან 4 კილომეტრში. სიონის წყალსაცავიდან 27 კილომეტრში.
სახლი განთავსებულია მშვიდ და წყნარ უბანში. ეზოს ფართი 1400 კვადრატული მეტრია, სადაც მოწყობილია ბატარა ბაღი, დათესილია სხვადასხვა სახის ბოსტნეული, დარგულია ხეხლის სხვადასხვა სახეობა და ზაფხულში სრულიად მწვანეა იქაურობა.
სახლი ორ სართულიანია და მთლიანი ფართი გახლავთ 250 კვადრატული მეტრი. სახლში განთავსებულია 3 საძინებელი ოთახი, რომლებსაც ჯერ-ჯერობით საერთო აბაზანა-ტუალეტი აქვთ. საძინებლები აღჭურვილია კომფორტული საწოლებით. მისაღები, სამზარულო, აივნები. ზამთარში ცენტრალური გათბობა და შეშის ღუმელი თავისებურ ხიბლს აძლევს სახლს. ახალი რემოტით, ტელევიზია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ინტრენეტი ცივილიზაციასთან ურთიერთობისთვის. მოკლედ, აქ ყველაფერია თქვენი მშვიდი დასვენებისთვის.
ზაფხულში თიანეთში საშუალო ტემპერატურა დღისით +25-დან +32 გრადუსამდე, ხოლო საღამოს +20 გრადუსამდეც ჩამოდის. ზამთარში საშუალო ტემპერატურა -17 დან +5 გრადუსამდე აღწევს. ზამთარი საკმაოდ თოვლიანი და ლამაზია.
''ეთნო სახლში'' ხშირად გაიგებთ სიმღერის ხმას. აქ თქვენ მოისმენთ უამრავ უიშვიათეს ხალხურ თუ ქალაქურ სიმღერას სხვადასხვა ანსამბლების შესრულებით.
მასპინძელი ანსამბლი კი მაინც ანსამბლი ''მჭელი'' გახლავთ, სადაც ოჯახის 2 წევრი მღერის.
''ეთნო სახლი'' ასევე გთავაზობთ სხვადასხვა ტურებს და მასტერკლასებს. ჩვენთან ერთად შეგიძლიათ ითევზაოთ, მოამზადოთ ტრადიციული კერძები, დაბაროთ, გათოხნოთ, აიღოთ მოსავალი, გამოხადოთ ''ჟიპიტაური'', მოისმინოთ და შემდეგ ისწავლოთ ხალხური თუ ქალაქური სიმღერები. მოკლედ, ჩვენთან არ მოიწყენთ :)
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ''ეთნო სახლში''
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაHi, Do you have a room for 2 adults available for 1 night please?
Jarek