
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
სოფელი ფარცხისი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ამ ადგილს უძველესი ისტორია აქვს და ლამაზი შემოგარენითაც გამოირჩევა. სოფლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა ქვის ხანის, ბრინჯაოს ხანის, ანტიკური და ადრეული შუასაუკუნეების მასალები, რაც მოწმობს, რომ აქ ფაქტობრივად უწყვეტად ყოფილა დასახლება. ფარცხისთან გაიმართა ორი დიდი ბრძოლა. პირველ ბრძოლაში 1074 წელს საქართველოს მეფე გიორგი II-მ განძის გამგებელი სარანგი დაამარცხა. მეორე, 1569 წლის ბრძოლაში ქართლის მეფე სიმონ I ყიზილბაშებმა ტყვედ აიყვანეს კახაბერ ყორღანაშვილის ღალატის შედეგად. მოგვიანებით ყორღანაშვილი საჩინო ბარათაშვილმა შეიპყრო და კლდიდან გადაჩეხა: “ყორღანას ძეს ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა”. ფარცხისი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, მატიანე ქართლისა, „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“, ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“, არჩილის „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა“, ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“, „ცხოვრება საქართველოისა“, პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“, XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები. სოფელში და მის მიმდებარედ რამდენიმე კულტურულ ისტორიული ძეგლის მონახულება შეგიძლიათ, როგორიცაა: ფარცხისის ციხე, გოშტაშაბიშვილების სასახლე საბრძოლო კოშკებითა და კარის ეკლესიებით და კოჯორების X ს-ის დარბაზული ეკლესია. ფარცხისის შემაღლებული ადგილებიდან ქვემო ქართლის შესანიშნავი ხედები იშლება, დაინახავთ ბირთვისის კლდეებსაც. ეს ადგილი ძალიან მიმზიდველია მოგზაურობის მოყვარულთათვის.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა