
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ფიცხელაურების ციხე (კოშკი), მრიზიაანთ კოშკი მდებარეობს კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მთის ფერდობზე. აგებულია XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. ეკუთვნოდა ფიცხელაურებს. ადგილობრივი მოსახლეობა მას მრიზიანთ კოშკსაც უწოდებს.
კოშკი ცილინდრულია, ხუთსართულიანი, ზემოთ შევიწროებული. ნაგებია რიყის ქვით. კონსტრუქციული ელემენტები აგურისაა. მხოლოდ მეორე სართულის კედლებია შიგნიდან შელესილი.
კოშკი რამდენიმე წლის წინ იქნა აღდგენილი, კოშკიდან გასაოცარი ხედები იშლება სოფელსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გადმოცემის მიხედვით კოშკი ააგო ღრუბელა (ლონგინოზ) ფიცხელაურმა. ერეკლე მეორის ბრძანებით კახეთის ბევრ სოფელში ლეკების გამუდმებული თარეშის გამო დაიწყო კოშკების აგება, მათ შორის პატარძეულშიც, ლონგინოზ ფიცხელაურს ქვა დაჰკლებია კოშკის აშენებისას, ამ პერიოდში გლეხებს ქვები ურმებით მიჰქონდათ ლაფიანი ხევიდან (კაწარეთის ზედა ტერიტორია) სოფელ ნინოწმინდაში, მონასტრის გალავნის სარესტავრაციო სამუშაოებისთვის, ლონგინოზი გზად დახვედრია გლეხებს და ქვა თავის კოშკთან აზიდინა, შემდგომში გლეხებმა იჩივლეს და ლონგინოზიც ერეკლე მეფესთან დაიბარეს, ის თურმე მუდამ ბრაზიანი და უხასიათო იყო, ერეკლესთან დაბარებულმა თავი უდანაშაულოდ მიიჩნია და მეფისთვის დაბღვერით უთქვამს, განა თავად არ თქვი კოშკები ააგეთო, მეც თქვენი ბრძანებით ვმოქმედებდიო. ერეკლეს უთქვამს დამნაშავე ხარ და აქეთ მემრიზებიო? ამის შემდეგ ლონგინოზს მრიზია შეერქვა ზედმეტსახელად და მის მიერ აგებულ კოშკსაც მოგვიანებით მრიზიას ციხე დაარქვეს.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა