
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
გადაჭრილი გორა მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ იმირის მახლობლად. იმირის გორის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ის გახლავთ ნეოლითური ხანის არქეოლოგიური ძეგლი. მიეკუთვნება შულავერის ჯგუფის ძეგლებს.
ძეგლს კვეთს შულავერის ღელე, რის გამოც წარმოდგენილია მთლიანი ბორცვის ბუნებრივი ჭრილი. ზედაპირულად და ჭრილში შეგროვებული მასალა ზოგად წარმოდგენას გვაძლევს ძეგლის ხასიათის შესახებ. ძეგლის სამშენებლო ჰორიზონტების სისქე ბორცვის შუა ნაწილის ჭრილში 4-5 მეტრია. სამოსახლოს დაახლოებით ცენტრალურ ნაწილში ჩანს ალიზის შენობა, რომელსაც თითქმის მთლიანად აქვს შემორჩენილი გუმბათი და 1 მეტრის სიმაღლეს აღწევს. მასალის ფრაგმენტულობის მიუხედავად, ჩანს რომ ძეგლის თიხის ჭურჭელს შულავერის გორის კერამიკული ნაწარმისათვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს. ძეგლზე მოპოვებული ნატკეცი ქვის მასალა 114 ერთეულია, ამათგან 77 ლამელებითაა წარმოდგენილი. მათ შორის 25 ურეტუშოა. გავრცელებული იარაღებია საჭრისები, საფხეკები, სახოკები, ხოწი. აქვე აღმოჩნდა ქვის სოლისებური ფორმის ცულის ფრაგმენტი და ძვლის 4 სადგისი. მასალა დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის გადაჭრილ გორაზე აღმოჩენილი ღვინის უძველესი ნაშთები ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალმა „Archaeology” 2017 წლის მსოფლიოს 10 უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას შორის დასახელდა.
გადაჭრილმა გორამ და იქ მოპოვებულმა ვაზის წიპწებმა საქართველო ღვინის სამშობლოდ აქცია. საქართველოში ღვინოს 8000 წელზე მეტია რაც აყენებენ.
არქეოლოგიურ ძეგლზე უკვე მიმდინარებს სამშენებლო სამუშაოები და მალე გადაჭილ გორაზე მუზეუმი აშენდება, მანამდე კი არქეოლოგიური ობიექტი დაკონსერვებულია.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა