დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
Galleria Tbilisi - shopping mall Galleria Tbilisi - shopping mall Galleria Tbilisi - shopping mall Galleria Tbilisi - shopping mall Galleria Tbilisi - shopping mall Galleria Tbilisi - shopping mall Galleria Tbilisi - shopping mall Galleria Tbilisi - shopping mall Galleria Tbilisi - shopping mall

გალერია თბილისის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

გალერია თბილისი თავისუფლების მოედანზე მდებარეობს. იგი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და პოპულარული სავაჭრო ცენტრია. აქ განთავსებულია მრავალი ცნობილი ბრენდის მაღაზია, როგორიცაა ლივაისი, ლაკოსტი, კარლ ლაგერფილდი და ა.შ. სავაჭრო ცენტრში არის ქართველი დიზაინერების კუთხეც, სადაც ორიგინალურ და საინტერესო ნამუშევრებს იპოვნით. გალერია თბილისში შეგიძლიათ შეიძინოთ ტანსაცმელი, სპორტული აღჭურვილობა, საოჯახო ტექნიკა, აქსესუარები და სხვა. ეს სივრცე არამხოლოდ შოპინგის მოყვარულებს იზიდავს, გალერიაში კულტურული და გასართობი სივრცეებიცაა. გალერია თბილისში მოქცეულია თავისუფალი თეატრი, გრიბოედოვის თეატრი, კინოთეატრი კავეა და ბოულინგის დარბაზი. აქ ასევე არის საბავშვო გასართობი ცენტრი - რია რია, სადაც თქვენი პატარები მხიარულად გაატარებენ დროს. ერთ სივრცეში გაერთიანებული სავაჭრო ზონები, გასართობი დაწესებულებები, კაფეები და სხვადასხვა სახის მომსახურება მრავალფეროვან გარემოს ქმნის და ნებისმიერი ასაკის მომხმარებელთა ინტერესებს ითვალისწინებს. სავაჭრო ცენტრში განთავსებულია კაფეები, რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტები, სადაც გემრიელი კერძების დაგემოვნებას შეძლებთ. გალერია თბილისი 8 სართულისგან შედგება. -1 სართულზე განლაგებულია მაღაზიები, ბანკი, სილამაზის სალონი, აფთიაქი და სხვა სერვისები, 0 სართულზე - გრიბოედოვის თეატრი, მაღაზიები და სხვადასხვა სერვისები, 1-ლ სართულზე მაღაზიები და 3D ფეინთერი, მე-2 სართულზე - თავისუფალი თეატრი და მაღაზიები, მე-3 სართულზე - საბავშვო გასართობი ცენტრი და მაღაზიები, მე-4 სართულზე - საბავშვო გასართობი ცენტრი და კვების ობიექტები, მე-5 სართულზე - კინოთეატრი კავეა და ბოულინგის დარბაზი, მე-6 სართულზე - კინოთეატრი კავეა. ეს მრავალფუნქციური და კეთილმოწყობილი სავაჭრო ცენტრი შესანიშნავ სივრცეს გთავაზობთ, როგორც შოპინგისთვის, ასევე მეგობრებთან თუ ოჯახთან ერთად გასართობად და განტვირთვისთვის.

თეგები: #გართობა #კერძი #კვება #კვების ობიექტი #ვაჭრობა #სავაჭრო ცენტრი #მაღაზია #დასვენება

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე გალერია თბილისი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!