
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
გოგიას ციხე ბორჯომის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებიდან ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ციხეა. იგი განლაგებულია ბორჯომის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და გადმოსცქერის ქალაქს. ციხის დანახვა ხეობის თითქმის ყველა ადგილიდანაა შესაძლებელი.
ბორჯომის ტერიტორიას შუა საუკუნეებში მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა ეკავა. ბორჯომიდან გადიოდა უმოკლესი გზები სამცხე-ჯავახეთში, ქართლში და სამოკლეო ბილიკები იმერეთში. ამ გზების დაცვა რამდენიმე ციხეს ევალა, მათ შორის ერთ-ერთი იყო გოგიას ციხე. გოგიას ციხე ისტორიულ წყაროებში XVI საუკუნიდან იხსენიება. სახელწოდება გოგია, მისი მფლობელისგან მოდის. იგი ბორჯომის ხეობის მფლობელის, ავალიშვილების საგვარეულო ციხე იყო. ხეობა და ციხეები გარეშე მტრისა და თვით ავალიშვილებს შორის ატეხილ ბრძოლის მოწმენი ყოფილან. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ლეკ მარბიელთა მუდმივმა თავდასხმებმა ხეობაში ცხოვრება შეუძლებელი გახადა, ამის გამო ავალიშვილების საგვარეულო აიყარნენ და შიდა ქართლში გადასახლდნენ.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა