
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
გომარეთის სამების ეკლესია (სიხუაანთ საყდარი) მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთის ტერიტორიაზე. სოფლის ცენტრთან ახლოს. იგი აგებულია 1032 წელს.
ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია კარგად გათლილი ადგილობრივი ბაზალტის მსგავსი ქვის სწორად გათლილი კვადრებით. შესასვლელი მხოლოდ სამხრეთიდან აქვს, რომლის თავზეც დევს დიდი არქიტრავის ქვა, რომლის შუაში ჯვარია გამოსახული. ჯვრის მარჯვნივ და მარცხნივ ხუცური წარწერაა. ტაძრის დანარჩენი კედლები შედარებით სადა და არ გამოირჩევა მხატვრული ღირებულებით, მხოლოდ აღმოსავლეთის ცენტრალური სარკმლის ზედა ნაწილს აქვს ნახევარწრიული არშია, რომლის ზემოდან ჯვარია გამოსახული. რაც შეეხება ტაძრის ინტერიერის საკმაოდ საინტერესოა მისი მხატვრული გაფორმება, სავარაუდოა, რომ თავდაპირველად არ ყოფილა მოსახატად განკუთვნილი ამიტომ მხატვრულად არის გაფორმებული სვეტების კაპიტელები. ამჟამად ეკლესიის სახურავი, კამარები და კედლების ზედა ნაწილები ჩამონგრეულია და ითხოვს დახმარებას...
ექვთიმე თაყაიშვილი ამ ეკლესიას შემდეგნაირად აღწერს: „გადახურვა, რომელიც ორ თაღს ეყრდნობოდა, ჩანგრეულია. კედლების ზედა ნაწილი დანგრეულია. მოპირკეთეთებულია უხეშად გათლილი ქვებით... სამხრეთის შესასვლელის თავზე დიდი ქვა დევს, რომელიც ვერტიკალური ზოლებით სამ ნაწილად არის გაყოფილი. შუა ნაწილში ამოკვეთილია ჯვარი ბაზისზე. მის ზემოთ ხუცური წარწერაა: „წმიდა მამა“. ქვემოთ ჯვრის გვერდებზე წარწერაა: „ქრისტე ადიდე სული დიდისა ლიპარიტ ერისთავთ ერისთავისა”. ქვემოთ, ჯვრის ორივე მხარეს წერია: “ქრისტე მეუფეო დიდებისაო ადიდენ ლიპარიტ ერისთავთ ერისთავი და შვილნი მისნი”. ჯვრის მარჯვნივ: „სახელითა ღმრთისა დაიდგა ბალავარი ესე ადიდენ ღმერთმან ერისთავთ ერისთავის ლიპარიტის უფლებასა ქორონიკონი იყო სნდ”. ქორონიკონი შეესაბამება 1034 წელს. ექვთიმე თაყაიშვილი თვლის, რომ ორ ბოლო წარწერაში ნახსენები ლიპარიტი არის ლიპარიტ III, რომელიც ცხოვრობდა ბაგრატ IV დროს და გარდაიცვალა 1062 წელს, ძე ლიპარიტ II-ისა, რომელიც გიორგი I-ის თანამედროვე იყო.



ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა