
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
გომარეთის სტელები მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში. არის არქეოლოგიური და ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი
ადრექრისტიანული ხანის ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს წარმოადგენენ ქვის სტელები და ქვაჯვრები, რომლებიც აღმოჩენილია სოფელ გომარეთის მიდამოებში. ისინი გამოკვეთილია VI-VIII სს-ში. მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ არა მარტო ქართული ხელოვნების, არამედ საქართველოს ეკლესიის ისტორიისთვის და წარმოადგენენ უნიკალურ წყაროთმცოდნეობით მასალას, რადგან ისინი თანადროული ეპოქისათვის დამახასიათებელი ორნამენტების გარდა შეიცავენ ლაპიდარულ წარწერებსაც და წარმოადგენენ ეპიგრაფიულ ძეგლებს. საქართველოში ქვაჯვრების ძირითადი კერა ქვემო ქართლია და ქვემო ქართლში კონკრეტულად გომარეთი.
გომარეთიდანაა ტყემლიანის ნაქალაქარზე მდებარე სტელა, რომელიც მდებარეობს სოფელ გომარეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, 7 კმ-ის მანძილზე. ეს არის ხელის გამოსახულებიანი ასომთავრულ წარწერიანი სტელა, რომელიც ეკლესიიდან ჩრდილო-დასავლეთით ასიოდე მეტრში ერთ-ერთ ნანგრევის გვერდით აღმოჩნდა. სტელა წარმოადგენს რუხი ფერის მართკუთხა მონოლითს (165×60×45 სმ), რომლის პირის გვერდზე, ცენტრში გამოსახულია გაშლილი ხელის მტევანი, ხოლო ზემოთ — წრეში ჩასმული რელიეფური ჯვარი. სტელის ქვედა ნაწილი და მარცხენა მხარეს მთლიანად ასმოთავრული წარწერებით არის დაფარული. რელიეფური ჯვარი ფონიდან ოდნავ ამოწეულია, „ხელი“ კი პირიქით სიბრტყეშია ჩაკვეთილი ორმაგი ხაზების საშუალებით. კოროზიის შედეგად წარწერები ძლიერ დაზიანებულია. გაწმენილ ზედაპირზე გაირჩევა ჯვრის მარცხნივ მხოლოდ რამდენიმე ასო და მათ შორის ე.ე. (შესაძლოა ერისთავ-ერისთვი). „ხელის“ ქვემოთ კი რამდენიმე ნაკლული სიტყვაა.
ის იწოდება ასევე სტელების ჯგუფი "კვირაცხოველი" - შიბაშიანთ კვირაცხოველი
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა