
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ეძებ განსხვავებულ სანახაობას? გიოცნებია ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობაზე? და ღრუბლებისთვის ზემოდან თუ დაგიხედავს მიწაზე მდგომს? მაშინ ჩვენი ტური შენთვისაა!
ტურისტული კომპანია : "ფენომენალური ტურები" გთავაზობთ ორდღიან დაუვიწყარ მოგზაურობას თბილისიდან გომისმთა-დენდროლოგიური პარკი-ს მიმართულლებით.
ულამაზესი ბუნება, ღრუბლების სამყარო, მეგობრებთან ერთად მხიარულება და ბედნიერი მოგონებები თქვენი ლამაზი ორდღიანი თავგადასავლების ნაწილი იქნება.
ტურის მონაწილეების განთავსება ხდება კოტეჯში, რაც შედის ტურის ღირებულებაში.
ჩვენი გუნდი ზრუნავს თქვენს უსაფრთხოებაზე. თქვენ იმგზავრებთ უსაფრთხოდ და კომფორტულად ყველაზე გამოცდილ მძღოლთან ერთად.
ტურმა რომ უფრო მეტად უსაფრთხოდ ჩაიაროს, ამისათვის საჭიროა არ დავლიოთ სასმელი, არ მოვიდეთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილას და მივყვეთ ორგანიზატორის ინტრუქციებს.
ჩაიცვით სპორტული/მოხერხებული სამოსი, თან იქონიეთ სათადარიგო მშრალი ტანისამოსი და საცურაო კოსტუმი. ფეხზე ჩაიცვით მოხერხებული დაბალი ფეხსაცმელი.
ტურის სირთულე არის მარტივი. ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში არის 3 კმ.
გამოგვყევი და განიტვირთე ფენომენალურად!
დილით 06:30 ვიკრიბებით ქ. თბილისში, ველოსიპედის ძეგლთან, სასტუმრო რედისონ ბლუს მიმდებარე ტერიტორიაზე და 07:00-მდე ველოდებით მონაწილეთა სრულად შეკრებას, რის შემდეგაც გავემგზავრებით გომისმთის მიმართულებით. რადგანაც წინ გვაქვს არცთუისე მოკლე მანძილი დასაფარი, გზად შესაძლებლობა გვექნება შევჩერდეთ და თავი მოვიწესრიგოთ. შუადღისით ჩავალთ დანიშნულების ადგილას. გავშლით კარვებს წინასწარ შერჩეულ საბანაკე ადგილას. დაბანაკების შემდეგ, ყველა ერთად წავიხემსებთ და დაველოდებით ფუმფულა ღრუბლების ჩვენთან მოსვლას.
მზის ჩასვლისას ღრუბლების ულამაზეს სანახაობას ქმნიან. ფერთა გამა გიქმნით ზღაპარში ყოფნის შთაბეჭდილებას, და თქვენში ენით აღუწერელ ემოციებს იწვევს.
ღრუბლებით ტკბიბის შემდეგ, საღამოს ყველა ერთად ვივახშმებთ და მოვემზადებით მომდევნო დღის თავგადასავლებისთვის.
დილით ვიღვიძებთ, ვსაუზმობთ და ავშლით ბანაკს, რის შემდეგადაც გამოვემგზავრებით დენდროლოგიური პარკის მიმართულებით, სადაც ფლორის და ფაუნის ნამდვილი საოცრება გელოდებათ წინ <3
საღამოს პოზიტივით და ენდრფინებით აღსავსენი გამოვემგზავრებით თბილისისაკენ და ჩვენი დანიშნულების საბოლოო ადგილი იქნება ისევ ველოსიპედის ძეგლი, საიდანაც თქვენი დაუვიწყარი თავგადასავლები დაიწყო.
ტურის განმავლობაში იმგზავრებთ კომფორტული მიკროავტობუსით.







გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვატურის ღირებულება?
Dobrij den.Pravodite li vi ekskursii na russkom jazike?