დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Company - 940 x 788 – 3
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
for-contributors
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
for-guides
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
gomis-mta-guria-sunset

გომისმთა - დენდროლოგიური პარკი

გომისმთა - დენდროლოგიური პარკის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზაფხული

ეძებ განსხვავებულ სანახაობას? გიოცნებია ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობაზე? და ღრუბლებისთვის ზემოდან თუ დაგიხედავს მიწაზე მდგომს? მაშინ ჩვენი ტური შენთვისაა!

ტურისტული კომპანია : "ფენომენალური ტურები" გთავაზობთ ორდღიან დაუვიწყარ მოგზაურობას თბილისიდან გომისმთა-დენდროლოგიური პარკი-ს მიმართულლებით.

ულამაზესი ბუნება, ღრუბლების სამყარო, მეგობრებთან ერთად მხიარულება და ბედნიერი მოგონებები თქვენი ლამაზი ორდღიანი თავგადასავლების ნაწილი იქნება.


განთავსება

ტურის მონაწილეების განთავსება ხდება კოტეჯში, რაც შედის ტურის ღირებულებაში.


უსაფრთხოება

ჩვენი გუნდი ზრუნავს თქვენს უსაფრთხოებაზე. თქვენ იმგზავრებთ უსაფრთხოდ და კომფორტულად ყველაზე გამოცდილ მძღოლთან ერთად.

ტურმა რომ უფრო მეტად უსაფრთხოდ ჩაიაროს, ამისათვის საჭიროა არ დავლიოთ სასმელი, არ მოვიდეთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილას და მივყვეთ ორგანიზატორის ინტრუქციებს.


რა უნდა გაითვალისწინოთ

ჩაიცვით სპორტული/მოხერხებული სამოსი, თან იქონიეთ სათადარიგო მშრალი ტანისამოსი და საცურაო კოსტუმი. ფეხზე ჩაიცვით მოხერხებული დაბალი ფეხსაცმელი.


სირთულე

ტურის სირთულე არის მარტივი. ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში არის 3 კმ.


გამოგვყევი და განიტვირთე ფენომენალურად!

გეგმა:

01

დღე 1

დილით 06:30 ვიკრიბებით ქ. თბილისში, ველოსიპედის ძეგლთან, სასტუმრო რედისონ ბლუს მიმდებარე ტერიტორიაზე და 07:00-მდე ველოდებით მონაწილეთა სრულად შეკრებას, რის შემდეგაც გავემგზავრებით გომისმთის მიმართულებით. რადგანაც წინ გვაქვს არცთუისე მოკლე მანძილი დასაფარი, გზად შესაძლებლობა გვექნება შევჩერდეთ და თავი მოვიწესრიგოთ. შუადღისით ჩავალთ დანიშნულების ადგილას. გავშლით კარვებს წინასწარ შერჩეულ საბანაკე ადგილას. დაბანაკების შემდეგ, ყველა ერთად წავიხემსებთ და დაველოდებით ფუმფულა ღრუბლების ჩვენთან მოსვლას. მზის ჩასვლისას ღრუბლების ულამაზეს სანახაობას ქმნიან. ფერთა გამა გიქმნით ზღაპარში ყოფნის შთაბეჭდილებას, და თქვენში ენით აღუწერელ ემოციებს იწვევს. ღრუბლებით ტკბიბის შემდეგ, საღამოს ყველა ერთად ვივახშმებთ და მოვემზადებით მომდევნო დღის თავგადასავლებისთვის.

02

დღე 2

დილით ვიღვიძებთ, ვსაუზმობთ და ავშლით ბანაკს, რის შემდეგადაც გამოვემგზავრებით დენდროლოგიური პარკის მიმართულებით, სადაც ფლორის და ფაუნის ნამდვილი საოცრება გელოდებათ წინ <3 საღამოს პოზიტივით და ენდრფინებით აღსავსენი გამოვემგზავრებით თბილისისაკენ და ჩვენი დანიშნულების საბოლოო ადგილი იქნება ისევ ველოსიპედის ძეგლი, საიდანაც თქვენი დაუვიწყარი თავგადასავლები დაიწყო.

ტრანსპორტი:

ტურის განმავლობაში იმგზავრებთ კომფორტული მიკროავტობუსით.

თეგები: #სათავგადასავლო ტურები #კომერციული ტური
+995 558 65 60 85
phenomenaltravel@yahoo.com
ხანგრძლივობა: 2 დღე
ჯამური მანძილი: 3 კმ
სირთულე: მარტივი
ტურის მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ:

გზაში ალკოჰოლის მიღება აკრძალულია
ვემორჩილებთ გამყოლს
არ ვანაგვიანებთ გარემოს

გაუქმების პოლიტიკა

ჯავშნის გაუქმება შესაძლებელია ავტომატურ რეჟიმში ნებისმიერ დროს, მომსახურების დაწყებამდე. გაუქმების საკომისიო თარიღების მიხედვით იხილეთ ქვემოთ. ონლაინ გადახდის შემთხვევაში, თანხა დაგიბრუნდებათ 7 სამუშაო დღეში იმავე ბარათზე, რომლიდანაც შეასრულეთ გადახდა.

-2%
2% გაუქმების საკომისიო

რუკა

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა

დასვი კითხვა

შეაფასე გომისმთა - დენდროლოგიური პარკი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

ერთ კაცზე
80.00
80.00₾ (GEL)

დაჯავშნა

თარიღი
1
ჯგუფის წევრები
2
გადახდის მეთოდი
3
თანახმა ვარ მივიღო SMS შეტყობინებები Georgian Travel Guide -ისგან

სავალდებულოა მინიმუმ 1 ადგილის დაჯავშნა.

1
Visa Mastercad

თქვენს ნომერზე გამოგზავნილია SMS კოდი, გთხოვთ შეიყვანოთ

კოდის მისაღებად გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი ტელეფონი. ტელეფონის ნომრის შეყვანით თქვენ თანხმობას აცხადებთ Georgian Travel Guide -ისგან SMS ების მიღებაზე

SMS კოდი წარმატებით გამოიგზავნა

გმადლობთ! თქვენი ჯავშანი მიღებულია

ჯავშნის დეტალები გამოგზავნილია ელ. ფოსტაზე: . შეგიძლიათ იხილოთ ყველა ჯავშანი თქვენს პროფილში.

ჩემი ჯავშნები