
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
გონის მთავარანგელოზის ეკლესია რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გონაში მდებარეობს. იგი IX-X საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს. დღესდღეობით ინტერიერის აღმოსავლეთი ნაწილი სწორკუთხაა, თუმცა, საქართველოს კულტურული მეკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაცული სააღრიცხვო დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ეკლესიას ადრე კონქით გადახურული ნახევარწრიული აფსიდი ჰქონია. ინტერიერში კედლები დანაწევრებულია პილასტრებითა და კედლის თაღებით. დარბაზი გადახურული ყოფილა კამარით, რომლისგანაც, რომლისგანაც მხოლოდ შირიმის ქვაში გამოყვანილი, პილასტრების კაპიტელებზე დაყრდნობილი საბჯენი თაღების მცირე რკალისებრი მონაკვეთებია შემორჩენილი. ტაძარი სამი სარკმლით ნათდება, რომლებიც გაჭრილია აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში. სარკმლებს სამმაგი ლილვისგან შექმნილი მოჩარჩოება აქვთ. შესასვლელი ერთია - სამხრეთით. იგი ინტერიერის მხრიდან არქიტრავულია, გარედან კი თაღოვანი. ფასადები (გარდა ჩრდილოეთისა) მოპირკეთებულია შირიმის თლილი კვადრებით.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა