დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
გორულის ნაქალაქარის ხევის ეკლესია გორულის ნაქალაქარის ხევის ეკლესია გორულის ნაქალაქარის ხევის ეკლესია გორულის ნაქალაქარის ხევის ეკლესია

გორულის ნაქალაქარის ხევის ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

გორულის ნაქალაქარი მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვის მიმდებარედ.

ნაქალაქარი შედგება რამდენიმე ნაგებობისგან მათ შორის, კოშკის, ქარვასლის, აბანოს, წმ. ნიკოლოზის, წმ. ნინოს და ხევის ეკლესიებისგან. ეკლესიები და კოშკი ერთმანეთისგან დაშორებულია და ყველა მათგანთან დიდი ნამოსახლის ნაშთები გვხვდება. გორულის ნაქალაქარის შენობები თავისი არქიტექტურული სტილიდან გამომდინარე XVII საუკუნით თარიღდება. დათარიღებას ხელი შეუწყო ასევე წმ. ნიკოლოზის ეკლესიის სააღმშენებლო წარწერამ.


ხევის ეკლესია მომცრო ზომის ერთნავიანი ნაგებობაა (5,20x7,20) გორულის წმ. ნინოს ეკლესიიდან სამხრეთ-დასავლეთით, ტყით დაფარულ ხეობაშია აგებული. გეგმაში მართკუთხა მოხაზულობის ტაძარი აღმოსავლეთით აბსიდითაა დასრულებული. ნაგებობის კედლები ნატეხი ქვითა და ხალვათად დამუშავებული, მომცრო ზომის კვადრებითაა ამოყვანილი. სამხრეთიდან აქვს სწორკუთხა ფორმის მინაშენი (3,10x7,20 მ.). სათავსის შიდა მოხაზულობა გარე ფორმებს იმეორებს. ტაძრის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ პერიმეტრზე ბალახგადავლილი ქვების გროვაა, რაც მიანიშნებს ამ ნაწილში მინაშენის, ან სხვა ნაგებობის არსებობაზე. ტაძარს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარის თავზე მოზრდილი ბალავრის ქვაა დადგმული, რომლის ფორმა თაღოვნად აღიქმება. მისი შიდა სივრცე აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში გაჭრილი სარკმლებით ნათდება. დარბაზის კამარაზე გადაყვანილი თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. კამარის კალთები მკვეთრად დაქანებულია, რის გამოც კონქი კონუსისებურ ფორმას იძენს. საკურთხევლის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში, სხვადასხვა სიმაღლეზე განთავსებულია განსხვავებული ზომის თითო ნიშა. აბსიდი დარბაზიდან მცირე კუთხით გამოიყოფა. დარბაზისა და მინაშენის კედლებზე ბათქაშია შერჩენილი. ტაძრის იატაკი ქვიშითაა ამოვსებული.

დღევანდელი მდგომარეობით ხევის ეკლესიის სანახავად მისვლა გვიანი შემოდგომიდან ადრიანი გაზაფხულის ჩათვლითაა რეკომენდირებული, რადგან ეკლესია ტყეშია ჩაფლული და მისი დანახვა ან/და აღქმა ზაფხულის გამწვანებულ გარემოში რთულია

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები ქვემო ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე გორულის ნაქალაქარის ხევის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!