
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
გორულის ნაქალაქარის წმინდა ნინოს ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვის მიმდებარედ.
ნაქალაქარი შედგება რამდენიმე ნაგებობისგან მათ შორის, კოშკის, ქარვასლის, აბანოს, წმ. ნიკოლოზის, წმ. ნინოს და ხევის ეკლესიებისგან. ეკლესიები და კოშკი ერთმანეთისგან დაშორებულია და ყველა მათგანთან დიდი ნამოსახლის ნაშთები გვხვდება. გორულის ნაქალაქარის შენობები თავისი არქიტექტურული სტილიდან გამომდინარე XVII საუკუნით თარიღდება. დათარიღებას ხელი შეუწყო ასევე წმ. ნიკოლოზის ეკლესიის სააღმშენებლო წარწერამ.
გორულის კოშკიდან სამხრეთ-დასავლეთით, მის მოპირდაპირედ, შემაღლებულ გორაზე წმ. ნინოს ეკლესიაა აგებული. ერთნავიანი ნაგებობა (10,5x6,5 მ.), რომელსაც ჩრილოეთიდან მცირე ზომის ეკვდერი აქვს მიშენებული, სხვადასხვა ზომის ნატეხი და ყორექვითაა ნაგები. წყობა ქაოსურია. შესასვლელი კარი აღმოსავლეთის მხრიდანაა გაჭრილი. კარის თავზე დადგმულია დიდი ზომის, თაღოვან ფორმად გამოყვანილი არქიტრავის ქვა. ეკლესია თარიღდება XVII საუკუნით.


ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა