
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
გუდარეხის კოშკი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გუდარეხში მდებარეობს. იგი გვიანი შუასაუკუნეების ნაგებობაა და როგორც ჩანს, ალგეთის სისტემის სასიგნალო-სათვალთვალო კოშკების სისტემაში შედიოდა. კოშკი კლდის ქანზეა დასმული და მისი გეგმა კვადრატს უახლოვდება. მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია ტრაპეციული ფორმის კარი. პირველი სართული ყრუა, შემდეგ სართულებზე კი სათოფურებია გაჭრილი. მეხუთე სართულზე მოწყობილია მაშიკულები და გაჭრილია კარი, რომელიც ხის აივანზე გადის. სართულები ერთმანეთს კედლების სისქეში მოწყობილი კიბეებით უკავშირდება. კოშკის დასავლეთ კედელს, ძირიდან კოშკის შუა სიმაღლემდე, მოგვიანებით მიშენებული კონტრფორსი ამოუყვება. კოშკი ნაგებია ადგილობრივი ჯიშის ფლეთილი ქვით. წყობა გარკვეული მონაკვეთების შემდეგ გასწორებულია ქვის ფილებით, თარაზულობის დასაცავად. გუდარეხის კოშკი ვიზუალურად დაკავშირებულია ალგეთის ხეობის მოპირდაპირე მხარეს განლაგებულ ტბისის სამონასტრო კომპლექსთან.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა