დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
იკორთის ტაძარი იკორთის ტაძარი იკორთის ტაძარი იკორთის ტაძარი იკორთის ტაძარი

იკორთის ტაძარის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

იკორთის ტაძარი ქვემო ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ იკორთის განაპირას (2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ). ძეგლი XII საუკუნით თარიღდება. შუასაუკუნეებში აქ მონასტერი იყო, თუმცა სამონასტროს დაარსებასთან დაკავშირებით ცნობები არ შემონახულა. ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ მონასტერი და ეს მხარე გვიანი საუკუნეებიდან ქსნის ერისთავებს ეკუთვნოდათ. მათ ეს ადგილი სიმაგრედ უქცევიათ. ეკლესიის შემოვლებული ჰქონდა გალავანი, რომლის აღმოსავლეთის მხარის კუთხეებში სწორკუთხა კოშკები მდგარა. დასავლეთით, შემაღლებული ადგილი კი საკმაოდ რთულ ციტადელს ეკავა. გალავანი ჩვენამდე არ მოუღწევია, შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკის 4-5 მეტრის სიმაღლის ნანგრევები. ციტადელი ძალიან დაზიანებულია. ტაძრის ფასადებზე შემონახულია წარწერები, რომლებზეც ქტიტორთა სახელები და ეკლესიის აგების თარიღი - 1172 წელი იკითხება. იკორთის ტაძარში დაკრძალულნი არიან 1659 წლის კახეთის აჯანყების მეთაურები - ბიძინა ჩოლოყაშვილი და ელიზბარ და შალვა ერისთავები. ისინი ირანში წამებით მოკლეს, რამოდენიმე წლის შემდეგ კი მათი ნეშტები მალულად გადმოასვენეს იკორთაში. იკორთის ეკლესიას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ ხუროთმოძღვრების ისტორიაში. იგი გამოირჩევა მდიდრული ჩუქურთმებითა და შესრულების მაღალი ოსტატობით. ტაძარი მიეკუთვნება გუმბათოვანი ტაძრების იმ ჯგუფს, რომლებშიც საბოლოოდ შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური სახე. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სოფელი იკორთა და ეს მშვენიერი ტაძარიც რუსი ოკუპანტების კონტროლირებადი ტერიტორიის ზონაში მოექცა.

იკორთის ტაძრის ყველაზე ახლოდან დანახვა ამჟამად შესაძლებელია სოფელ ქიწნისიდან


არქიტექტურა

იკორთის ტაძარი ჩახაზული ჯვრის ტიპის ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა. ეკლესიას დასავლეთით კარიბჭე აქვს მიშენებული, რომელიც უფრო მოგვიანო პერიოდისაა. შიდა სივრცე საკმაოდ რთულია. ფორმები მწყობრია, ხაზები ჰარმონიულად მისდევს ერთმანეთს. კომპოზიცია ისეა გათვლილი, რომ ყველა დეტალი გუმბათისკენ მიისწრაფვის. ტაძრის ძირითადი სივრცე ჯვრის ფორმის მოხაზულობაზე აღმართული კედლებით იქმნება. ჯვრის მკლავებიდან აღმოსავლეთისა აფსიდიანია, დანარჩენი კი – სწორკუთხა. გუმბათი აღმოსავლეთის საკურთხევლის შვერილებსა და დასავლეთის პილონებს ეყრდნობა. აფსიდს კონქი ასრულებს, დანარჩენი ჯვრის მკლავები კამარებითაა გადახურული. მეორე სართულზე პატრონიკეა მოწყობილი. ინტერიერს ანათებს გუმბათსა და ჯვრის მკლავებში გაჭრილი სარკმლები. ტაძარი მთლიანად მოხატული ყოფილა, თუმცა ფრესკები ძალიანაა დაზიანებული და მხოლოდ მცირე ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. ნაგებობის ოთხივე ფასადის მორთულობის ძირითადი ელემენტი თაღოვანი სისტემაა. თითოეულ მხარეს საერთო ნიშებთან ერთად ინდივიდუალობაც ახასიათებს. იკორთის აღმოსავლეთის ფასადის მორთულობის აქცენტი ცენტრალურ ღერძზეა გადატანილი. აქ ყველაფერი მაღალ სარკმელთანაა დაკავშირებული, ჯვარი, სარკმელი და რომბები ერთმანეთიდან გამომდინარეობს. ნიშებს თაღებზე განლაგებული ფესტონები ამკობს. გუმბათის ყელი ცილინდრული ფორმისაა და თორმეტი სარკმელი აქვს. სარკმლებს ფართო ორნამენტული არშია შემოუყვება და უწყვეტი თაღებითაა მოჩარჩოებული. ბაზებიანი და იმპოსტებიანი პილასტრები მრავალფეროვნადაა მორთული. ეკლესიის ოთხივე მხარის კეხზე გვიანი პერიოდის ეკლესიის მოდელები დგას. იკორთის ტაძარი, მაღალმხატვრული ღირებულებითა და შესრულების ხარისხით, ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი და მომხიბვლელი ნიმუშია.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

IMG_20180726_005520
საოჯახო სასტუმრო · მარანი / მეღვინეობა
ვილა რბონა

აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...

Park Hotel Surami Chalet
კოტეჯი
Park Hotel Surami Chalet

თუ თბილისთან ახლოს ჯანსაღ დასასვენებელ ადგილს ეძებ, სურამი შალეს კოტეჯებში უნდა ჩამოხვიდე! ნაძვნარსა...

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე იკორთის ტაძარი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!