ვილა რბონა
აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
იკვის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე შაბწყალას (თეძმის შენაკდი) ხეობაში, თავად სოფელი იკვი დღეს აღარ არსებობს.
სამხრეთ-დასავლეთის თაღის ქვეშ, ნიშის მარცხნივ ფილაზე აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულება და ასომთავრული წარწერაა, რომელშიც ნახსენებია ქტიტორი მამამთავარი არსენი. წარწერის პალეოგრაფიული და ნაგებობის სტილისტური ანალიზით ეკლესია თარიღდება XI საუკუნის I ნახევრით. 1939–1940 წლებში ეკლესიაზე სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. რესტავრაციისას აღადგინეს ფასადები და გუმბათის ყელი, ნაგებობას სამხრეთით შეუქმნეს სუბსტრუქცია, ჩრდილოეთით მთის ფერდობი კედლით გაამაგრეს.
გეგმით წაგრძელებული ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ტაძარი ნაგებია სუფთად გათლილი კვადრებით. აღმოსავლეთი ნაწილში არის სამკვეთლო და სადიაკვნე. გუმბათის ყელის დასაყრდნობად აფრებია გამოყენებული. ინტერიერში ნათლად იკითხება ჯვრის ფორმა, რადგან სადიაკვნე და სამკვეთლო არ ერწყმის შიგა სივრცეს; ისინი დაბალი, ვიწრო გასასვლელებით უკავშირდება ძირითად მოცულობას. ტაძრის გეგმა ნათლად მჟღავნდება გარე მასებშიც ოთხივე ფასადი შემკულია ორმაგლილვიანი თაღედის სისტემით. ტაძარს აქვს ფართო მოჩუქურთმებული საპირეებითა და ტიმპანებით შემკული ორი შესასვლელი. ინტერიერში შემორჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები XI საუკუნეს მიეკუთვნება.
ინტერიერის მოხატულობა თარიღდება XI საუკუნით. დაზიანებულია მოხატულობის ზედა ნაწილი აფსიდის კონქში, გუმბათის კამარაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების ზედა რეგისტრებში. აფსიდის მეორე რეგისტრში შემორჩენილია ეკლესიის მამათა გამოსახულებების კონტურები, სარკმლის ქვემოთ – ხატი მანდილისაი, სარკმლის კედლებზე ორი დიაკვნის ფიგურაა. სატრიუმფო თაღის ცენტრში გამოსახულია ჯვარი, ხოლო თაღის ქანობებზე ორი კომპოზიციაა: ჩრდილოეთით – ქრისტე მოციქულ პეტრესთან ერთად, სამხრეთით – ქრისტე მოციქულ პავლესთან ერთად, გუმბათის ყელის მხატვრობა ორ რეგისტრად იყოფა: სარკმლებს შორის გამოსახულია ათი მოციქული, აღმოსავლეთით – ღვთისმშობელი ორანტას პოზაში. მომდევნო რეგისტრში, სარკმლების ქვემოთ, რამდენიმე სცენაა: აღმოსავლეთით ფერისცვალების ფრაგმენტია, ჩრდილოეთით – ჯვარცმა, სამხრეთით – გარდამოხსნა, დასავლეთით – დატირება.
სამხრეთი მკლავის მხატვრობა დაყოფილია სამ რეგისტრად. ზედა რეგისტრის მხატვრობა დაზიანებულია. შემდეგ რეგისტრში, სამხრეთ კედელზე გამოსახულია შობა; ამავე რეგისტრში, დასავლეთ კედელზე – მირქმა, აღმოსავლეთ კედელზე გაურკვეველი ფრაგმენტებია. ქვედა რეგისტრში წშინდა თევდორეს, წშინდა ესტატეს, წშინდა დემეტრეს; წშინდა პროკოფის, წშინდა მერკვილესა და წშინდა ნესტორის ნახევარფიგურებია.
ჩრდილპეთი მკლავი დათმობილი აქვს წმ. გიორგის ცხოვრების ციკლს, ზედა რეგისტრში გამოსახულია ურმის თვალზე წამება, მომდევნო რეგისტრში – ეშმაკის კლდეში მომწყვდევა. ჩრდილოეთ კედელზე ორი სცენაა გამოსახული: ზედა რეგისტრში – ლასია ქალაქის მოქცევა; ქვედა რეგისტრში წმ. გიორგიმ ტყვე დაუბრუნა მშობლებს; დასავლეთ კედელზე გამოსახულია წამება გავარვარებული რკინის ლურსმნიანი ფეხსაცმლით, ქვედა რეგისტრში – სასწაული სარკინოზზე.
დასავლეთ მკლავში განკითხვის დღის სხვადასხვა სცენაა: ანგელოზი, რომელიც ცის კამარას ახვევს, აბრაამის წიაღი, აქებდეთ უფალს, სამოთხე. გარდა განკითხვის დღისა, ჩრდილოეთი კედლის ქვედა რეგისტრში გამოსახულია იერუსალიმს შესვლა. ამავე კედლის სარკმლის თაღში – ჯვარი, ხოლო წირთხლებში წმინდანებია გამოსახული (ერთ-ერთი წმ. ქრისტეფორეა). კარის ლუნეტში შემორჩენილია ორი ფიგურის ფრაგმენტი. დასავლეთ მკლავის მოხატულობა მკვეთრად განსხვავდება ძირითადი მოხატულობისაგან. მას ახასიათებს წერის გრაფიკული მანერა, გამოსახულებათა მცირე ზომები, კოლორიტში ჭარბობს მომწვანო-ზურმუხტისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი. მოხატულობის ძირითადი ფერებია: მოწითალო-ყავისფერი, მონაცრისფრო, მოვარდისფრო. საერთოდ მოხატულობას ახასიათებს გამოსახულებათა დიდი ზომები, მონუმენტური პრინციპით აგება.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...
თუ თბილისთან ახლოს ჯანსაღ დასასვენებელ ადგილს ეძებ, სურამი შალეს კოტეჯებში უნდა ჩამოხვიდე! ნაძვნარსა...
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა