
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ილიას ბაღი (ყოფილი ვარდების ბაღი) თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს. ის შესანიშნავი ადგილია დასვენებისა და განტვირთვისთვის. ხეებში ჩაფლულ ბაღში მოწყობილია სასეირნო ბილიკები, ფანჩატურები, პატარა აუზები, რაც სასიამოვნო და მიმზიდველ გარემოს ქმნის. პარკში არის საბავშვო ატრაქციონებიც, ასე რომ აქ შეძლებთ ხალისიანი და მრავალფეროვანი დღე გაატაროთ თქვენს პატარებთან ერთად.
აქვეა ღია კინოთეატრი - გრინემა, სადაც თბილი სეზონის დროს კინოჩვენებებს დაესწრებით. ბაღის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა დარბაზი - გარდენ ჰოლი, რომელიც მსუბუქი არქიტექტურითა და ულამაზესი ინტერიერით გამოირჩევა. დარბაზი საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი და აქ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარება შეიძლება (სემინარები, კონფერენციები, კორპორატიული საღამოების, თეატრალური და მუსიკალური ფესტივალები და სხვა). პარკში არის მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო დარბაზიც. ასევე პარკის გარშემო მრავალ კაფეს, რესტორანსა და სასტუმროს იპოვნით. ბაღის ამწვანებული გარემო და გემოვნებიანი ინფრასტრუქტურა უამრავ ადამიანს იზიდავს. თუ გსურთ მხიარულად გაატაროთ დღე ან სიმშვიდეში სეირნობა და განტვირთვა გაქვთ გადაწყვეტილი ილიას ბაღი ამისთვის ნამდვილად მშვენიერი ადგილია.
თუ საღამოს პარკში სეირნობისას გართობა და დასვენება, ან კარგი კოქტეილის გასინჯვა მოგინდებათ ეწვიეთ ფაბრიკას, სადაც აუცილებლად იპოვით თქვენთვის შესაბამის გასართობს,
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა