ისპანის უნიკალური ჭაობი - მსოფლიოში ერთადერთი მფილტრავი სფაგნუმური ჭაობი 1997 წლიდან ისპანი II რამსარის კონვენციის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიაა აჭარაში, ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპიროდან სამასიოდე მეტრში. ტორფნარი ინახავს მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ღირსშესანიშნაობებს, ნამოსახლარებს, რომელიც თარიღდება IV და III საუკუნეებით ჩვენს ერამდე.
ისპანის იშვიათი ტორფნარი, იგივე ისპანი II ერთი შეხედვით ტბას ჰგავს, რომელიც დაფარულია 25-45 სმ სისქის სფაგნუმით - მსოლიოში იშვიათი თეთრი ხავსით. წყალი, სფაგნუმთან ერთად ქმნის გლუვ გუმბათს, რომელიც მოქმედებვს როგორც ღრუბელი და არასდროს იფარება წყლით. სფაგნულს შეუძლია საკუთარ წონასთან შედარებით 25-ჯერ მეტი წყალი შეიწოვოს. სწორედ ისპანის ჭაობების მრავალფეროვანი სფაგნუმი იცავს ქობულეთს წყალდიდობებისგან.
ქობულეთის დაცული ტერიტორიები მოიცავს ისპანი 1-ისა და ისპანი 2-ის სფაგნუმიან ტორფიან ჭაობებს. აქ ზღვის ტიპური, ნოტიო, სუბტროპიკული კლიმატია. წლიური ნალექიანობა 1,500–2,500 მმ-ია, რომლის დიდი წილი, წვიმის სახით შემოდგომისა და ზამთრის სეზონებზე მოდის. ქობულეთის დაცული ტერიტორიების ჭაობიანი ჰაბიტატები გადამფრენი წყლის ფრინველთა სახეობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ასევე მდიდარია მცენარეთა სახეობებით.
დაცული ტერიტორიების შესასვლელიდან გადასახედ კოშკამდე მიემართება საფეხმავლო ბილიკი. გზად განთავსებულია საინფორმაციო დაფები, რომლებიც ვიზიტორებს მოუთხრობენ დაცული ტერიტორიიის მსოფლიო უნიკალურობაზე. აქვე შესაძლებელია ჭაობის თხილამურებით სფაგნუმიან ტორფნარზე გასეირნება.
ვიზიტორი, თუ კარგად დააკვირდება და თუ ბედმა გაუღიმა, ულამაზესი ლურჯი ფერის ფრინველს, ალკუნს შენიშნავს,ასევე ეს ადგილები იშვიათი ჭაობის კუს საბინადროა და მასაც დაინახავს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვამაინტერესებს სიტყვა ისპანის ეტიმოლოგია. რას ნიშნავს რატომ ეწოდა?
მოგესალმებით, სამწუხაროდ არ ვფლობთ სიტყვა ისპანის ეტიმოლოგიაზე ინფორმაციას.
მაინტერესებს, ახლა ზამთარში და პანდემიის პირობებში თუ არის შესაძლებელი ჭაობების მონახულება?
სალამი, ნებართვა არ გჭირდებათ, ჩვეულებრივ შეგიძლიათ შეხვიდეთ ❤️