
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ჯოისუბნის „მცხეთის ჯვრის“ წმინდა გიორგის ეკლესია რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბანში მდებარეობს. იგი IX-X საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით. 1991 წლის მიჭისძვრის შედეგად ტაძარი დაზიანდა და ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. უკეთესად შემონახულია აღმოსავლეთის მხარე. საკურთხევლის დასაწყისში შირიმის თლილი ქვისგან ამოყვანილი პილასტრების ფრაგმენტებია. აფსიდის ჩრდილო და სამხრეთ მონაკვეთებში ჩანს მცირე ზომის ნიშები. შემონახულია საკურთხევლის სარკმლის შიდა მოჩარჩოება. იმავე სარკმლის IX საუკუნის რელიეფები ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია გადატანილი. ეკლესიის ფასადებზე, ამჟამად ორი რელიეფია შემორჩენილი, ერთ მათგანზე გამოსახულია მარიამისა და ელისაბედის შეხვედრა და ხარება, მეორეზე კი - ხუთი, შარავანდედმოსილი ფიგურა. აღმოსავლეთ ფასადზე გვხვდება შირიმის ქვა ასომთავრული წარწერით. დასავლეთით შესასვლელის ჩრდილოეთი გვერდის შირიმის ქვის მოჩარჩოება და ნახევარწრიული მოყვანილობის თაღის ფრაგმენტია. საკურთხევლის დასაწყისში კი, ჩამონგრეული კამარის საკმაოდ დიდი ფრაგმენტია. ეკლესიის გარშემო, ყოველი მხრიდან მიმოფანტულია ან დაწყობილია გადმონგრეული კედლები მასიური სახით ან ცალკეული ქვები. საკმაოდ ბევრი ჩამოცვენილი ქვაა თავმოყრილი ინტერიერშიც. ეკლესია ნაგებია ნატეხი კლდის ქვით კირის დუღაბზე. სუფთად თლილი შირიმის ქვა ძირითადად გამოყენებულია აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადებზე, კონქისა და პილასტრების შემორჩენილ ფრაგმენტებზე, ასევე კარისა და სარკმლის მოჩარჩოებებზე.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა