
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ჯრუჭის მონასტერი იმერეთის მხარეში, საჩხერის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ ცხომარეთის მიდამოებში. იგი XI საუკუნეში დაარსდა. მომდევნო პერიოდში მონასტერი მოიშალა, XVI-XVII საუკუნეებშიკი კვლავ განახლდა. XVII საუკუნის დასასრულს ჯრუჭულის ხეობას რაჭის ერისთავები და წერეთელთა სათავადო სახლი ეცილებოდა ერთმანეთს, რის გამოც სამონასტრო კომპლექსი უკვე ციხესიმაგრის დანიშნულებას ასრულებდა. XVIII საუკუნის 60-იან წლებში სოლომონ I-მა ჯრუჭის მონასტერი აღადგინა და მას დამოუკიდებლობა მიანიჭა. ამის შემდეგ მონასტერმა აღორძინება დაიწყო, 1810 წელს ის უკვე დიდძალ ყმა-მამულს ფლობდა ზემო იმერეთსა და რაჭაში. იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ ჯრუჭის მონასტერი წერეთლების საგვარეულო საკუთრებად იქცა. ჯრუჭის მონასტერში თავადი წერეთლები და მონასტერში მოღვაწე სამღვდელო პირები არიან დასაფლავებული. აქ ასევე განისვენებენ წერეთლებთან დაკავშირებული სამეფო გვარის წარმომადგენლებიც, კერძოდ, იმერეთის მეფეები, გიორგი VII, დავით II და დავით II-ის ასული მზეხათუნ ბატონიშვილი. ჯრუჭის მონასტერმა უნიკალური ხელნაწერები შემოგვინახა, მონასტერი მდიდარი ყოფილა ძვირვასი ხატებითა და ვერცხლითა და ოქროთი შემკული საეკლესიო ინვენტარით. იგი ერთ-ერთ გამორჩეულ კულტურულ და საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. ჯრუჭის მონასტერი 1991 წლის მიწისძვრამ დაანგრია. 2011 წელს იგი ნანგრევებისგან გაიწმინდა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მონასტრის რეაბილიტაციის პროექტი შეიმუშავა, რომელის მიხედვითაც ჯრუჭის მონასტერი უახლოეს წლებში უნდა აღადგინონ.
ჯრუჭის მონასტერი XI საუკუნის გუმბათოვან ეკლესიასა და შუასაუკუნეების სხვა ნაგებობათა ნაშთებს მოიცავს. 1991 წლის მიწისძვრის შემდეგ შემორჩა მხოლოდ ორი კედელი და მონასტრის ეზოში შესასვლელი კარიბჭის კედლები. ეზოში მიმოფანტულია ტაძრის ჩუქურთმები და სვეტთა ნაწილები. ჯრუჭის ეკლესია გუმბათიანი ბაზილიკა იყო. ტაძარი თავიდან უგუმბათო ნაგებობა უნდა ყოფილიყო, გუმბათიანად კი მოგვიანებით გადააკეთეს. ინტერიერი შელესილი იყო კირით. ეკლესია ნაგებია თლილი ქვით. ნაგებობა საყურადღებო რელიეფებით იყო შემკული. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს წმინდა გიორგის ბარელიეფი, რომელზეც ორი წმინდა გიორგია გამოსახული, პირით ერთმანეთისაკენ. ერთი მათგანი ებრძვის გველეშაპს, მეორე კი - ბიზანტიის იმპერატორ დიოკლეტიანეს. ეს ბარელიეფი უნიკალურია თავისი შინაარსით და მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. ჯრუჭის მონასტერი ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართულ ხუროთმოძღვრებაში.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა