
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ქაჩუს ციხე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, შატილის ჩრდილო-აღმოსავლეთით 1,5 კმ-ზე. იგი აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. სასიმაგრო კომპლექსი გვერდიგვერდ განლაგებული, ვიწრო გასასვლელებით დაკავშირებული, ოთხი ციხისაგან შედგება, რომლებიც ერთიან თავდაცვით სისტემას ქმნიდა. ციხის სამხრეთ ნაწილში ორი ციხე-სახლი დგას. აღმოსავლეთით მდგარი ციხე-სახლი სამსართულიანია და გეგმაში ხუთკუთხა მოხაზულობა აქვს. შემორჩენილია მხოლოდ I სართული და ზედა სართულების კედლების ნაწილი. ინტერიერში, ცენტრში, ქვის მასიური სვეტი დგას. I სართულის სამხრეთ კედელში ნახევარწრიულთაღიანი შესასვლელია მოწყობილი. ამავე მხარესაა გაჭრილი II სართულის შესასვლელიც. I სართულზე ორი სათოფური და ორი ნიშია. მეორე, დასავლეთით მდგარი ციხე-სახლი ოთხსართულიანია, გეგმაში ოთხკუთხა ფორმის. ნაგებობის I, II და III სართულების სამხრეთ კედელში კარია გაჭრილი. II და III სართულებზე რამდენიმე სარკმელი, ნიში და სათოფური გვხვდება. კომპლექსის ჩრდილოეთ ნაწილში შეწყვილებული ციხე-სახლი დგას, რომლისგანაც მხოლოდ ორი სართულია შემორჩენილი. აღმოსავლეთის ნაწილი გეგმით ტრაპეციული მოხაზულობისაა. I და II სართულებზე შესასვლელები, რამდენიმე სარკმელი, ნიში და სათოფურია გაჭრილი. ციხე-სახლის დასავლეთ ნაწილს შესასვლელი ორივე სართულის სამხრეთ მხარეს აქვს მოწყობილი. კედლებში რამდენიმე ნიში, სარკმელი და სათოფურია გაჭრილი. ნაგებობის ცენტრში შემორჩენილია ქვის მასიური სვეტის ნაწილი. კომპლექსის სამხრეთ კიდეში განლაგებულ ციხე-სახლებზე სამსართულიანი ნაგებობაა მიშენებული, რომელიც რელიეფს მიჰყვება. ნაგებობიას შესასვლელი აღმოსავლეთ კედელში აქვს, მიწიდან 3,25 მეტრის სიმაღლეზე. კედლებში რამდენიმე ნიში, სარკმელი და სათოფურია. ამ ნაგებობის მიშენებამდე ციხე-სახლების ქვედა სართულს საქონლის სადგომად იყენებდნენ. ციხე-კომპლექსის ნაგებობებში სართულშუა გადახურვა კოჭებზე იყო გამართული. ციხე ნაგებია ფიქლით.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა