
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ტბებისა და წიწვოვანი ტყეების მოყვარულებს ბორჯომის ხეობა სთავაზობს კახისის, ჩიტოს და წეროს ტბებს. ტბები განლაგებულია ხეობის მარჯვენა სანაპიროზე
სოფელი ჭობისხევის თავზე. სამივე ტბა ტყით პირას მდებარეობს და ოთხივე სეზონზე ლამაზია
სანახავია.
უმოკლესი და ამავდროულად ოპტიმალური გზა ტბებამდე ჭობისხევზე გადის. ჭობისხევში შეგიძლიათ მოხვდეთ ბორჯომის ხეობის ცენტრალური გზიდან. ტბებამდე გასავლელი მანძილი ჭობისხევიდან 11 კილომეტრს შეადგენს და სიმაღლეში 1000 მეტრის აწევა გიწევთ.

ეშვებით იგივე გზით სოფელ ჭბისხევში საიდანაც გამოდიხართ ცენტრალურ გზაზე.
ტბებთან მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის 4X4 ტრანსპორტით სოფელი ჭობისხევის გავლით. მოლაშქრეებისთვისაც უმოკლესი მანძილი სოფელ ჭობისხევზე გადის.

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობათ, მაინტერესებს კახისის ტბაზე კოტეჯში დასარჩენად ვის უნდა დავუკავშირდე ფასები მაინტერესებს. მადლობა დიდი წინასწარ
Hello,
Can you tell me if horseback riding is possible? indicated in the parameters
Hello, about horseriding in the area, its better if you contact the Borjomi-Kharagauli national park administration. +995 591 88 74 44
ზაფხულში როგორი გზაა მანქანით გასავლელად? მაღალი განმავლობის მანქანაა საჭირო თუ შედარებით პტრა ჯიპითაც მაგალითად სუბარუ ფორესტერით თუ შევძლებ წასვლას?
ჭობისხევიდან უპრობლემოდ ახვალთ სუბარუთი. ამ გვერდზე ტრეკი რაც დევს ეგ არის ყველაზე კარგი გზა. თუმცა ბოლო 1 კმ შეიძლება მანქანით ვერ გაიაროთ. ჩვენ რომ ვიყავით ძალიან ატალახებული იყო ერთი მონაკვეთი დაბაძველთან.
გამარჯობა, ოქტომბრის დასაწყისში ვაპირებთ რამდენიმე დამწყები მოლაშქრე წასვლას და ამ მარშუტის გავლას. მაინტერესებს რომელ ტბასთანაა უკეთესი ადგილი დასაბანაკებლად და სასმელი წყალიც რომ იყოს ახლოს უმჯობესია. ვგეგმავთ ცოტა დავაგრძელოთ მარშუტი და პეტრეს და დვირის ციხეებიც ვნახოთ. იქნებ ვინმე დამეხმაროთ და დამაკვალიანოთ. პირველ დღეს პეტრეს ციხე და რომელიმე ტბა(სადაც დავბანაკდებით) მეორე დღეს დანარჩენ ტბების ნახვას და დვირის ციხეში ჩასვლას მოვასწრებთ და დაბანაკებას? დამატებით თუ რაიმეს ნახვაა შესაძლებელი ახლოს შესაძლებელია მესამე ღამეც გავაგრძელოთ და თუ გვირჩევთ ამას არ იქნება ურიგო. ყოველშემთხვევაში ეს 2 ღამეზე რაც გადავანაწილე მოესწრება?
გამარჯობა გიორგი, უმჯობესია 2 დღე დაუთმო კახისის ჩიტოს და წეროს ტბას, ხოლო პირველი ან ბოლო დღე პეტრეს და დვირის ციხეს. დასაბანაკებლად უმჯობესია კახისის ტბა. ამ ლინკზე შეგიძლია ნახო ახლომახლო ობიექტები - https://georgiantravelguide.com/ka/map
გამარჯობათ, ამ შაბათ კვირას (6-7 აპრილს) ვაპირებ ამ მარშრუტზე წასვლას, და ხომ არ იცით ეხლა როგორი გზაა ან ამ.პერიოდში კარგია თუ არა მანდ წასვლა? და ტბებთან არის თუ არა სასმელად ვარგისი წყალი, მადლობა წინასწარ ;) განახლებული საიტი ძალიან მომეწონა წარმატებები, ისე კარგი მარშუტი მაქვს ჩაწერილი ნადარბაზევის და თუ ამ საიტზე დაგჭირდებათ გამოგიგზავნით
გამარჯობა ბექა, ეხლა გარდამავალი პერიოდია თოვლი ბოლომდე არ იქნება დამდნარი და ჯერ გარემო კარგად ამწვანებული არ არის. წყალის პრობლემა გაზაფხულზე არ შეგექმნებათ. აპრილის ბოლოს უფრო კარგის სანახავი იქნება როდესაც გაზაფხული ფეხს მოიკიდებს და გარემო უფრო მწვანე დაგხვდებათ.
გაიხარე დავით , წავალ ვცდი მაინც, მერე დავწერ თუ როგორი სასიხარულოა და სურათებსაც მოგაწვდით