
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
კალაურის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის სამხრეთით 1 კილომეტრზე, ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე. განეკუთვნება VI-VII საუკუნეებს. მოუხატავთ XVI საუკუნის შუა წლებში, განახლებულია 1873 წელს.
მოხატულობა XVI საუკუნის შუა წლებს განეკუთვნება. იგი ხალიჩასავით ერთიანად ფარავს კედლებს. სცენები და ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებები არსადაა თანაბარი ზომის და ერთმანეთისაგან მკვეთრად გამიჯნული. რეგისტრთა გამყოფი ზოლები უსწორმასწოროა და ბათქაშზე უხეშადაა დატანილი. საკურთხევლის კონქში ვედრების თემის ვრცელი რედაქციული სქემაა მოცემული, შუა რეგისტრში - მოციქულთა ზიარების ფართოდ გაშლილი სცენაა, ხოლო ქვედა, მესამე რეგისტრში - ეკლესიის მამების ფრონტალური გამოსახულებები. საუფლო ციკლი სამხრეთი კედლის ზედა რეგისტრიდან იწყება. პირველი ხარების სცენაა, მეორე - შობა და ყრმის განბანვა. ამავე კედლის ქვედა რეგისტრში გამოსახულია ლაზარეს აღდგინების კომპოზიცია, ამ რეგისტრის გასწვრივ დასავლეთ კედელზე იერუსალიმს შესვლა; ჩრდილოეთ კედელზე მჭიდროდ, უინტერვალოდ არის მოცემული თავდაპირველად ჯვარცმა და გარდამოხსნა, შემდეგ კი ამაღლება. დასავლეთ კედლის ზედა მონაკვეთი მთლიანად ეთმობა ჯოჯოხეთის წარმოტყვევნას. ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისაა, ამიტომ მოხატულობის უმეტესი ნაწილი სწორედ წმინდა გიორგის ეძღვნება. სამხრეთ დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე ფართოდ არის წარმოდგენილი წმინდანის წამების სცენები, ასევე ცალკე მდგარი წმინდა მხედარი. მოხატულობის ქვედა რეგისტრში სხვა წმინდანებია გამოსახული.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა