
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ივენთ ჰოლი ქარვასლა ქალაქ თბილისში, სიონის ქუჩის 8 ნომერში მდებარეობს. აქ პირველი ნაგებობა ქართლის მეფე როსტომმა ააგო XVII საუკუნეში. ეს შენობა აღა მაჰმად-ხანის შემოსევას შეეწირა. მის ადგილას კი ახალი ქარვასლა ცნობილმა ვაჭარმა გეურქ არწრუნმა ააგო. ქარვასლაში განთავსებული იყო 33 სასტუმრო ოთახი, 25 დუქანი, საწყობები და სათავსოები. ნაგებობა ხანძრის შედეგად დაზიანდა, რასაც მისი გადაკეთება მოჰყვა. ქარვასლის ცენტრს მისი შიდა ეზო წარმოადგენს, რომელიც 1984 წლის რესტავრაციისას კამარით გადახურეს. ეზოს გარშემო ორ სართულად დარბაზებია განლაგებული. შენობის ფასადები სხვადასხვა პერიოდსა და სტილს მიეკუთვნება: სანაპიროსკენ მიქცეული ფასადი 1820 წლით თარიღდება და რუსული კლასიციზმის მაგალითს წარმოადგენს, ხოლო სიონის ქუჩისკენ გამომავალი, 1912 წლის ფასადი მოდერნის სტილისთვის დამახასითებელ ელემენტებს შეიცავს. ქარვასლაში შემორჩენილია როსტომის დროინდელი ნაგებობის სარდაფები. დღესდღეობით ქარვასლის შენობაში განთავსებულია თბილისის ისტორიული მუზეუმი, სადაც დაცულია არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, დოკუმენტური მასალა, უმდიდრესი ფოტოკოლექცია, ხალხური, გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშები. გარდა სამუზეუმო ნაწილისა და აქ არის საგამოფენო სივრცეებიც, სადაც თანამედროვე ხელოვანთა გამოფენები იმართება. ქარვასლა ყოველ წელს მასპინძლობს თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენას - “არტისტერიუმს”. თბილისის ქარვასლა საინტერესო არქიტექტურითა და მრავალფეროვანი, საინტერესო გამოფენებით ძველი თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტურისტულად მიმზიდველი ადგილია.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა