
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ხანჩალის ტბა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1928 მეტრზე, ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის ცენტრალურ ნაწილში. ის ხანჩალის აღკვეთილის შემადგენლობაში შედის. ჯავახეთის გაშლილი სივრცეები, ალპური მდელოები და მოლივლივე ლურჯი ტბა უამრავ ტურისტს იზიდავს. ეს ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია ბუნებაში განტვირთვის მოყვარულთათვის. ხანჩალის ტბას კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას მატებს ფრინველთა მრავალფეროვნება და სიმრავლე. აქ ზაფხულში უამრავი მობუდარი თუ გადამფრენი ფრინველის ნახვას შეძლებთ. პეიზაჟების ჰარმონიული ფერთა გამა და წყლის ფრინველები წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ნოემბრის ბოლოდან აპრილის ბოლომდე ტბა ყინულითაა დაფარული და თუკი ზამთრის მოგზაურობების მოყვარული ხართ, აქ ჯადოსნური, თეთრად მბრწყინავი სამყარო დაგხვდებათ. ხანჩალის ტბა ერთ-ერთი პოპულარული ადგილია ბუნებაში ხეტიალის მოყვარულთათვის.
ხანჩალის ტბა წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით იკვებება. მისი სარკის ფართობია 13,3 კმ², უდიდესი სიღრმე კი - 0,8 მ. ის ჯავახეთის მთიანეთის ტბებს შორისყველაზე დაბალი სიღრმეებით ხასიათდება. ტბის ქვაბული სინკლინური ჩადაბლების ლავური ნაკადით გადაგუბვის შედეგადაა წარმოქმნილი. ტბის აუზი საკმაოდ მჭიდრო ჰიდროგრაფიული ქსელით ხასიათდება, სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ტბას ათამდე მცირე შენაკადი უერთდება. ამჟამად ტბა დამბის მეშვეობით ორ ნაწილადაა გაყოფილი. ის თითქმის მთლიანად წყლის მცენარეებითაა დაფარული. წყალში არის მცირე რაოდენობით თევზი. ტბის ირგვლივ გაშენებულია ქალაქ ნინოწმინდის რამდენიმე უბანი და სოფლები - დიდი ხანჩალი და პატარა ხანჩალი.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა