
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ჩოლოყაშვილების სასახლის კომპლექსი მდებარეობს კახეთის მხარეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის სამხრეთ-დასავლეთით 1,5 კმ-ზე. მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე, ნასოფლარ ყარაბულახის ტერიტორიაზე. მის ტერიტორიაზე 2001 წლიდან მამათა მონასტერია განთავსებული. კომპლექსის შემადგენლობაში შედის XVIII საუკუნის ბოლო პერიოდის ციხე-გალავანი 3 კოშკით; წმინდა ნიკოლოზის სახელობის XVIII საუკუნის დარბაზული ეკლესია, XIX საუკუნის სასახლე, რომელიც თადეოზ ჩოლოყაშვილს აუშენებია და მარანი.
ციხე-გალავანი ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით დუღაბზე. სამხრეთ-დასავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კუთხეებში ჩართულია წრიული კოშკები, ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში კი სასახლე დგას. სამხრეთის კოშკები მცირე ზომისაა და სამსართულიანია. შესასვლელები პირველი სართულის დონეზე აქვთ ეზოს მხრიდან, თუმცა მეორე სართულზეც აქვთ კარი, რომლიდანაც გალავნის საბრძოლო ბილიკზე ხდებოდა გასვლა. მესამე სართული საბრძოლო ბანია. კოშკები ქონგურებით სრულდება.
სასახლე დგას ციხე-გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ის თადეოზ ჩოლოყაშვილის აშენებულია XIX საუკუნის ბოლოსათვის. სასახლე ორსართულიანია. ეზოს მხრიდან ორივე სართულზე აივნებით. ამჟამად სასახლე სახეცვლილია, კომუნისტების პერიოდში სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენების გამო. სასახლე ნაგებია რიყის ქვისა და აგურის წყობების მონაცვლეობით კირ-დუღაბზე. შესასვლელი ეზოს მხრიდან აქვს. დანარჩენი მხრიდან სარკმლებითაა გახსნილი.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა